in

The Body Shop „დაბერების საწინააღმდეგო“ პროდუქციაზე აღარ ისაუბრებს

Drops of Youth — ასე ჰქვია The Body Shop-ის კანის მოვლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ხაზს. სტატისტიკურად, მისი შრატი ყოველ 20 წამში იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, მიუხედავად ასეთი მოთხოვნადობისა, კომპანიამ მისი რებრენდინგი გადაწყვიტა.

ეს კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია — გაათავისუფლოს მავნე ბრენდინგი, რომელიც ხელს უწყობს „დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებას“. ცვლილების ინიციატორია ლორა კინი, The Body Shop-ის გლობალური ბრენდის განვითარების დირექტორი. მისი თქმით, მსოფლიოში კულტურული ცვლილება მოხდა იმის თაობაზე, თუ როგორ ყიდიან ბრენდები პროდუქტებს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქალების დაბერებასთანაა დაკავშირებული. „ჩვენ ნამდვილად გვინდოდა აზრის დაფიქსირება სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ ნორმებთან დაკავშირებით, რადგან როგორც გლობალურ ბრენდს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომხმარებლების წინაშე“, — განმარტავს ლორა.

ცხადია, ეს სწორი მარკეტინგული ნაბიჯია ბრენდისთვის, რადგან ასე უამრავი მომხმარებლის „გულს მოიგებს“. ერთ-ერთი უახლესი კვლევის თანახმად, ქალები ფიქრობენ, რომ სილამაზის ინდუსტრიის ბუნება უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასების აღქმაზე და ეს დიდწილად არარეალური პრეტენზიებითაა გამოწვეული.

„ეს იყო ნამდვილი კატალიზატორი, რამაც პორტფელის გადახედვისკენ გვიბიძგა და დაგვაფიქრა, სად შეგვეძლო კრეატიული გადაწყვეტების გაუმჯობესება. ვფიქრობთ, მხოლოდ საუბარი არაფერს ნიშნავს, თუ თავად პროდუქტები არ ასახავს ჩვენს ხედვას“, — აცხადებენ The Body Shop-ში.

Drops of Youth ხაზის კაპიტალური რებრენდინგი ორი მიმართულებით ხდება: პირველი არის ინგრედიენტების ცვლილება, რაც პროდუქტს უკეთესს გახდის, კერძოდ, გაორმაგდა ედელვაისის რაოდენობა. ამავდროულად, უფრო მდგრადი შეფუთვა შეიმუშავეს. „ედელვაისს  წარმოუდგენელი ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც ებრძვის გარემოს აგრესორებს, როგორიცაა დაბინძურება და ლურჯი შუქი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურბანული ყოველდღიურობის დროს“.

ასე რომ, როგორ შეიცვალა ნარატივი, ძალიან მნიშვნელოვანია. ედელვაისის, როგორც ძირითადი ინგრედიენტის გამოყენება ნამდვილად აკმაყოფილებს ამ საკვანძო მოთხოვნას, არა იმით, რომ ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ ან წვრილ ხაზებს მოგაშორებთ, არამედ თქვენი კანის გაჯანსაღებით.

როგორ იქცა შეყვარებულის ნახვის სურვილი მილიონიან ბიზნესად – Zoom-ის წარმატების ისტორია

„სად კვდება თქვენი ტანსაცმელი?“ — Electrolux-ის ახალი კამპანია