in

The Body Shop მაღაზიის ახალ კონცეფციას ქმნის

„გვინდა, თითოეული მომხმარებელი ჩვენთან ერთად იყოს განვითარებისა და პროგრესის თანამონაწილე“

ახლა, როგორც არასდროს, სამყაროს ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები და რაც შეიძლება, მეტი ჯანსაღი სხეული სჭირდება. ამიტომ,  საერთაშორისო კოსმეტიკურმა ბრენდმა The Body Shop ახალი კონცეფციის მაღაზიის შექმნა გადაწყვიტა. უფრო სწორად, ეს იქნება „სივრცეები აქტივიზმისთვის“ მსოფლიოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მომხმარებელი ბრენდის საქმიანობის თანამონაწილე გახდება.

„ეს იქნება სივრცეები, სადაც ადამიანები გაიგებენ და ისწავლიან, როგორ შეიძლება, ერთად იბრძოლონ უფრო სამართლიანი, უსაფრთხო, ლამაზი, მოკლედ – უკეთესი გარემოსთვის“.

ზოგადად, The Body Shop-ის ფილოსოფია ასეთია – ბიზნესი უნდა იყოს ეთიკური, კეთილგანწყობილი გარემოს მიმართ. დღეს, ბრენდს მსოფლიოს 75 ქვეყანაში 3 000-მდე მაღაზია აქვს.

„ახალი კონცეფციის მაღაზია, ანუ Activist Maker Workshop იქნება ადგილი, სადაც თითოეული მომხმარებელი აღმოაჩენს და დეტალურად გაიცნობს ბრენდის ლეგენდარულ, სილამაზის პროდუქტებს და მის ეთიკურ მიზნებს. მათ, მართლაც, უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ.

დროა, ჩვენი სხეულისა და სამყაროს სისუფთავეზე ვიზრუნოთ. ერთად შეუჩერებლები ვართ. რეალურად, ზუსტად ასეთ პატარა ნაბიჯებს მივყავართ დიდ ცვლილებებამდე“.

ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარი 

ამ ახალი კონცეფციით, The Body Shop საკუთარ ფესვებს უბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ბრენდი ეკოლოგიის დასაცავად ძალიან პროგრესულ ნაბიჯები დგამს. მაგალითად, გარემოს დაბინძურება და მასზე ზემოქმედება რომ მაქსიმალურად შეამცირონ, ახალი კონცეფციის მაღაზიებში, მხოლოდ მეორადი ხისა და გადამუშავებული პლასტმასათი დამზადებული ინვენტარი ექნებათ. ფასადისთვის კი ალუმინს გამოიყენებენ – მის დამუშავებას, სხვა მეტალებთან შედარებით, ნაკლები ენერგია სჭირდება. გარდა ამისა, მაგიდის, ან ნებისმიერი ზედაპირი, ახალ მაღაზიებში, გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადდება.

ყველაზე საყვარელი პროდუქტები

როგორც კომპანიაში ამბობენ, უნიკალურია ის პროდუქტებიც, რომლებიც The Body Shop-ის ამ მაღაზიებში განთავსდება. უფრო სწორად, საუბარია მათ შემადგენელ ინგრედიენტებზე. მაგალითად – ჩაის ხე, ხის ნახშირი და კანაფი.

აქტივისტთა ჰაბი

ახალი კონცეფციის მაღაზიები აქტივისტებისთვის, ერთგვარი, ჰაბი იქნება. ნებისმიერი მსურველი შეძლებს, დეტალურად გაიცნოს The Body Shop-ის აქტივიზმის ისტორია, გენდერის საკითხიდან დაწყებული, კოსმეტიკის ცხოველებზე გამოცდის საწინააღმდეგო კამპანიებით დამთავრებული. მეტიც, თითოეული მომხმარებელი შეძლებს, ადგილობრივ თუ გლობალურ კამპანიებში ჩაერთოს და ბრენდთან ერთად, თავადაც აქტივისტი და უფლებადამცველი გახდეს.

ეს იდეალური ადგილია იდეალური საჩუქრის შესარჩევად

ბრენდის ახალი კონცეფციის მაღაზიებში პროდუქციის ძალიან ფართო ასორტიმენტი იქნება თავმოყრილი. შესაბამისად, შეძლებთ, მარტივად შეარჩიოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. თქვენი ფანტაზიით, თავად შექმნათ კომპლექტები და ძალიან ლამაზი, რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით მიართვათ მათ.

აქტივისტთა ჯგუფი

როგორც ყოველთვის ძალიან მეგობრული The Body Shop და მისი ახალი კონცეფციის მაღაზია დაეხმარება მომხმარებელს საკუთარ თავზე გამოცადოს თითოეული პროდუქტი – ამ ახალ სივრცეებში მათ ელოდება ექსპერტების რჩევები, როგორ მოუარონ საკუთარ სხეულს, თმას, კანს. ვისაც სურვილი ექნება, ბრენდის კამპანიებსა და აქტივობებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი ახალი კონცეფციის მაღაზია, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს The Body Shop-ის ღირებულებებს. ამით ჩვენ ვუბრუნდებით ფესვებს აქტივიზმს. გვინდა, თითოეული მომხმარებელი ჩვენთან ერთად იყოს განვითარებისა და პროგრესის თანამონაწილე

და რახან, უკვე ბევრჯერ ვახსენეთ მისი შექმნის იდეა, წარსული თუ კავშირი აქტივიზმთან, მოდით, გავიხსენოთ The Body Shop-ის ამბავი – როგორ შეიქმნა ბრენდი, რა ღირებულებები ჰქონდა და როგორ ინარჩუნებს ამ ფასეულობებს, დღემდე.

აქვე შეგახსენებთ, რომ The Body Shop-ის მეოთხე, ოფიციალური მაღაზია საბურთალოს „სითი მოლში“ უკვე გაიხსნა.

 

[R]

Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონი, რომელიც 8 წუთში 0-დან 100%-მდე იმუხტება!

დავით ჩიკვაიძის წიგნი „ანტიგაყიდვები“ Amazon-ზე იყიდება!