ყოველდღიური საქმეების პარალელურად, ხშირად, საკუთარ თავზე ზრუნვა უკანა პლანზე გადაიწევს ხოლმე. არადა, საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, ვერც სხვებისთვის შევძლებთ მის გაზიარებას. ალბათ, სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო სპეციალური დღის დაწესება იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა. 24 ივლისს, მსოფლიო საკუთარ თავზე ზრუნვის დღეს აღნიშნავს. ამ კუთხით, ქალების გაძლიერებაში აქტიურად არის ჩართული ბოდი შოპი, რომელმაც მიზნად დაისახა ქალებს შეახსენოს საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობა და საკუთარი თავის სიყვარული შთააგონოს.
„ჩვენი მიზანია ყველა ქალს უყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ეს ყველაზე დიდი და ბუნებრივი სილამაზეა, რაც არსებობს სამყაროში“, – ამბობენ ბოდი შოპში.
საინტერესოა, თავად თარიღის სიმბოლური დატვირთვა. 24 ივლისი ანუ 24.07 მიგვანიშნებს საკუთარ თავზე ზრუნვის 24/7-საათიან აუცილებლობაზე. ამ საკითხზე ცნობადობის ამაღლებას მთელი თვე ეძღვნება – საკუთარ თავზე ზრუნვის თვე 24 ივნისიდან იწყება, მისი კულმინაციური ეტაპი 24 ივლისია.
სწორედ, ეს დღე სურს ბოდი შოპს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვასა და სიყვარულს დაუკავშიროს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს ინიციატივაში. ამისათვის, სპეციალურ ღონისძიებას აწყობს. ივენთის ფარგლებში, გაიმართება სახალისო მსვლელობა/პერფოორმანსი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება ბოდი შოპის რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიიდან. ღონისძიება ყველა ფილიალს მოიცავს – რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზიარებზე, სითი მოლი საბურთალოსა და ისთ ფოინთში. ღონისძიებაში ჩაერთვება ბათუმის მაღაზიაც. მსვლელობას მუსიკა და მხიარული განწყობა გაამრავალფეროვნებს. დღის მანძილზე, ბოდი შოპის მაღაზიებთან საჩუქრები და მინი-აქტივობები იქნება გათვალისწინებული.
24 ივლისამდე კი, ბოდი შოპის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგებსა და ინფორმაციას საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებით.
[R]