როდის არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე ზრუნვა? სწორი პასუხია 24/7-ზე ანუ ყოველთვის. სწორედ ეს იქცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შთაგონების წყაროდ და Self-Care დღედ 24 ივლისი დააწესა. მთელი თვის განმავლობაში, 24 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, ადამიანებს საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობას შეახსენებენ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ბოდი შოპმა სადღესასწაულო ღონისძიების მოწყობა გადაწყვიტა და მთელი დღის მანძილზე, საზეიმო მარში დაგეგმა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ესაა კიდევ ერთი შეხსენება ადამიანებისთვის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არამცთუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.
„Self-Care თვის აღნიშვნის ინიციატივა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დაიწყო. მას შემდეგ, 24 ივნისიდან 24 ივლისამდე, საკუთარ თავზე ზრუნვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავი, რაც მოიცავს მასზე ზრუნვას სხვადასხვა მიმართულებით – ფიზიკური აქტივობით დაწყებული, ფსიქიკური ჯანმრთელობით დამთავრებული. შესაბამისად, გლობალური კომპანიები ამ მოვლენის აღნიშვნას უერთდებიან და მთელი თვის მანძილზე სხვადასხვა აქტივობას აწარმოებენ“, – გვიამბო ბოდი შოპი საქართველოს მარკეტინგისა და აქტივიზმის ხელმძღვანელმა, ელენე გუგუშვილმა.
ბოდი შოპისთვის ამოსავალი წერტილია ქალთა გაძლიერების იდეა. განსაკუთრებით ვცდილობთ, სწორედ მათ დავუჭიროთ მხარი სხვადასხვა მიმართულებით და მათში საკუთარი თავისადმი ზრუნვა გავაძლიეროთ. ბოდი შოპს აქვს დიდი პლატფორმა, სახელწოდებით Self-Love. Self-Care თვის აღსანიშნავად ამ ყველაფერში დიდი კავშირი დავინახეთ და გადავწყვიტეთ Self-Love პლატფორმა ჩაგვერთო კამპანიაში. Self-Love-ის იდეაც ესაა – ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი ლამაზია ისეთი, როგორიცაა ბუნებრივად. ამ იდეის გავრცელებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ესაა ჩვენი ფილოსოფია და ბოდი შოპის პროდუქციაც სწორედ ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენისა და გამოკვეთისკენაა მიმართული.
M: რა დაგეგმა ბოდი შოპმა, ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად?
გვინდოდა, ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, რომ საკუთარი თავის სიყვარული და მასზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. გვსურდა, ამასთან დაკავშირებული აქტივობები დასამახსოვრებელი და ღირებული ყოფილიყო. სწორედ აქედან მოვიდა მარშის იდეაც, რომელიც თბილისში, სიმბოლურად, ჩვენი პირველი მაღაზიიდან დაიწყებოდა და ყველა ფილიალს შემოვივლიდით, მათ შორის, ბათუმშიც. გვინდოდა, მთელი დღის მანძილზე დაგეგმილი აქტივობები ბედნიერ და სახალისო ემოციებთან ყოფილიყო დაკავშირებული და ამიტომაც, ყველა, ვინც გზაზე გვხვდებოდა და გვიერთდებოდა, ამ დღის აღსანიშნავი საჩუქრებით ჯილდოვდებოდა.
ჩვენს საქმიანობაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აქტივიზმს და ძალიან დიდი რესურსი იხარჯება ამისთვის. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ფონდთან, სადაც ძალადობაგამოვლილ ბენეფიციარ ქალებს ვუფინანსებთ გადამზადების კურსებს, უზრუნველვყოფთ მათ მომარაგებას ციფრული ტექნიკით და სხვა რესურსებით. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოწყვლად ჯგუფს დავუბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში დავეხმაროთ. უდიდეს მოტივაციას გვაძლევს ქალების მხარდაჭერა და გვინდა, ბოდი შოპის სახით, მუდმივად ჰქონდეთ ერთგული ქომაგის იმედი, რომელიც იქნება მათი ბიძგი და ე.წ. შემახსენებელი, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი და იწრმუნონ თავიანთი უსაზღვრო ძალების.
M: როგორ წარიმართა 24 ივლისის ღონისძიება?
24 ივლისის დღესასწაულად ქცევაში Click Events დაგვეხმარა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში შეძლო ყველაფრის ორგანიზება. მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დავიწყეთ. მართლაც, მოლოდინს გადააჭარბა მარშის მონაწილეთა მუხტმა და განწყობამ. სასიამოვნო იყო მარშში ჩვენი საყვარელი ცუგების მონაწილეობაც, რომლებმაც იციან, როგორი მეგობრობა შეგვიძლია ბოდი შოპში. ჩვენი მარშრუტი რამდენიმე ნაწილიანი იყო. ყოველი გაჩერებისას ვარიგებდით საჩუქრებს, ვმხიარულობდით და ვაანონსებდით მომდევნო ნაბიჯს. პარალელურად, მარში მიმდინარეობდა ბათუმშიც, სადაც მონაწილეებს ბულვარის მასშტაბით ჰქონდათ მსვლელობა.
M: როგორია თქვენი გუნდის მოლოდინი, როგორ გავლენას იქონიებს თქვენი ასეთი აქტივობები ადამიანებისთვის საკუთარ თავზე ზრუნვის კუთხით, გრძელვადიან პერსპექტივაში?
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი აქტიურობა უფრო მეტად ქალებისთვის იყო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, დიდმაც და პატარამაც საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობა გადაიაზროს. არ გვაქვს ილუზია, რომ ერთი კონკრეტული აქტივობა შეცვლის დიდ სურათს, მაგრამ ძალიან გვინდა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ეტაპობრივად მივაღწიოთ მიზანს. გვინდა, Self-Love დღის აღნიშვნა ტრადიციად ვაქციოთ და უფრო მეტად გავაფართოოთ მისი მასშტაბები. საქართველში შემოსვლის დღიდან, ბოდი შოპმა მიზნად დაისახა, რომ ყველა ქალის თავის მოვლის რუტინაში დაემკვიდრებინა ადგილი და ეს ასეც მოხდა. გვჯერა, რომ გარშემო არსებული ნეგატიური ფონის დასაძლევად, საკუთარი თავის სიყვარულის შეხსენება და საკუთარ ქმედებებზე დაფიქრება პირველი ნაბიჯია.
[R]