ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

MIT-ში ძილის პოზების მონიტორინგის სისტემა შექმნეს, რომელიც რადიოსიგნალებზე დაყრდნობით მუშაობს

veon
veon

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინჟინერთა გუნდმა შექმნა მოწყობილობა BodyCompass, რომელსაც ძილის პოზების მონიტორინგი, კამერების და სხეულზე სენსორების დამაგრების გარეშე შეუძლია. მოწყობილობა საწოლთან ახლოს, კედელზე მაგრდება და წარმოადგენს ერთგვარ მონიტორს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ოთახში არსებულ ობიექტებს შორის, მოძრაობისას წარმოქმნილი რადიოსიგნალების ანალიზის გზით მუშაობს.

გარდა იმისა, რომ სისტემა აფიქსირებს მძინარე ადამიანის მოძრაობას, ოთახში არსებულ ნივთებსა და მას შორის, მოძრაობისას წარმოქმნილი რადიოტალღების მეშვეობით, ის ამავე გზით, აკვირდება მძინარე ადამიანის მკერდისა და კისრის მოძრაობასაც. ანუ, ის სხეულის ცალკეული ნაწილების რხევასაც აფიქსირებს, რომელიც სუნთქვის შედეგად წარმოიქმნება. ამ სიგნალებს ის „ქლაუდზე“ აგზავნის, რის შემდეგაც BodyCompass-ის სისტემა მომხმარებლის ძილის პოზის გაანალიზებას იწყებს.

MIT-ის გუნდმა მოწყობილობაში გამოყენებული ნეირონული ქსელი 26 სუბიექტის 200 საათიანი ძილის მონაცემებით გაწვრთნა. დასაწყისისთვის, მონაწილეებს კისერსა და მკერდზე სპეციალური სენსორები ჰქონდათ, თუმცა, ახლა უკვე გაწვრთნილ სისტემას სენსორების დახმარება აღარ სჭირდება და ის, რადიოტალღებზე დაყრდნობით, 94 პროცენტიანი სიზუსტით გადმოსცემს, რა პოზაში სძინავს კონკრეტულ ადამიანს.

სამომავლოდ, BodyCompass შეიძლება სხვა მოწყობილობებთან ერთად გამოიყენონ.მაგალითად, ჭკვიან ლეიბებთან ერთად. გარდა ამისა, მოწყობილობამ შეიძლება ეპილეფსიის მქონე პაციენტები გააფრთხილოს, რომ საშიშ პოზიციაში წვანან, ან საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტის მომვლელთან გააგზავნოს განგაშის სიგნალი.

MIT-ის მკვლევარები სისტემას უფრო დეტალურად კომფერენცია UbiComp 2020-ზე, 15 სექტემბერს წარადგენენ. მანამდე კი, სურვილის შემთხვევაში, შემდეგ ბმულზე შეძლებთ სრული ნაშრომის წაკითხვას.

რა არის ამბის თხრობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი? – ანანო ბაკურაძე

Facebook-ის ახალი სივრცე სტუდენტებისთვის – Facebook Campus

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.