in

„ბოდიშოპ საქართველო“, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საუკეთესო კამპანიებისა და აქტივიზმისათვის, დააჯილდოვეს!

ბოდიშოპ საქართველო“, 2020 წელს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საუკეთესო საკომუნიკაციო კამპანიების ორგანიზებისა და აქტივიზმისათვის დააჯილდოეს. ყოველწლიურად, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში, „ბოდიშოპის“ ფრენჩაიზ ბაზრების გლობალური ფორუმი ტარდება. როგორც წესი, ამ ღონისძიებაზე იგეგმება შემდეგი წლის სტრატეგია, მონაწილეები ეცნობიან ბრენდის მომავალი წლის საახალწლო კოლექციას და ახალ კამპანიებს.  ასევე ხდება წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ ფორუმზე, რომელსაც 45 ქვეყნის დელეგატები ესწრებოდნენ, დააჯილდოვეს „ბოდიშოპ საქართველო.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ასეთი წარმატების მიღწევა, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს, ჩვენს ქვეყანაში, „ბოდიშოპ საქართველოს“ ოპერირების პირველი წელი იყო“.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქტივობები, მხოლოდ საქართველოში არ ჩატარებულა. პანდემიის გამო, „ბოდიშოპმა“ გადაწყვიტა, გლობალურად განეხორციელებინა კამპანია სახელად “IsolatedNotAlone”. მისი ორგანიზება, ბრენდს, პანდემიის დროს, ოჯახში ძალადობის დრამატულად გაზრდილმა შემთხვევებმა შთააგონა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდიდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობას პარტნიორის მხრიდან. COVID19-ის გამო სახლში, იზოლაციაში დარჩენილნი, ძალაუნებურად გამომწყვდეულები იყვნენ მოძალადეებთან ერთად.

გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ამიტომ, „ბოდიშოპ საქართველომ“, მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა, რომ ამ პრობლემის მიმართ, ცნობიერება გაეზარდა. სწორედ ამ კამპანიებისა და აქტივიზმისთვის გადაეცა ბრენდს ჯილდო.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ამ კამპანიას, პირველი რაც „ბოდიშოპ საქართველომ“ გააკეთა, 2020 წლის მაისში, თბილისის ცენტრალურ უბნებში ბანერების გაკვრა იყო. მათზე დაიტანეს  ცხელი ხაზის ის ნომრები, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეეძლოთ დარეკვა. გარდა ამისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში, „ბოდიშოპის“ გაყიდული ყველა პროდუქტიდან 2% ირიცხებოდა  თავშესაფარში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ამ თავშესაფარს „ბოდიშოპი“ ახალ წელსაც დაეხმარა – ცენტრის მობინადრე ბავშვებს, წინასწარ დაწერილი სურვილების მიხედვით, საჩუქრები გაუგზავნეს.

2020 წლის ნოემბერში კი, ჭავჭავაძის მაღაზიის ფანჯარაში დავაყენეთ სპეციალური ეკრანი, სადაც ჩახედვისთანავე  გამვლელები ხედავდნენ, როგორ უჩნდებოდათ სახეზე დალურჯებები. ჩვენი სურვილი იყო, გვეჩვენებინა მოსახლეობისთვის, რომ არავინ არის დაცული ძალადობისგან და ამ პრობლემის წინაშე არც ერთი ჩვენგანი არ უნდა იყოს გულგრილი. ასევე, „ბოდიშოპ საქართველოს“ Instagram გვერდზე შევქმენით სპეციალური ფილტრი, მასში ჩახედვისასაც ადამიანს სახეზე დალურჯებები უჩნდება. ამ კამპანიების შედეგად, ჩვენს მაღაზიაში უკვე შემოდის ზარები, კონსულტანტები გაფრთხილებულები არიან, მიცემული აქვთ ინსტრუქცია, თუ სად გადაამისამართონ ასეთი შემთხვევები“.

 

[R]

,,ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე” – ქეუ მეფარიშვილის გამოფენა The Why Not გალერეაში

“ხელსაწყო” – დავით კუხალაშვილის სურათების სერია, როგორც ადამიანების მართვის სიმბოლო