in

Miami Ad School-ის სტუდენტებმა, ადამიანებში თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, ფონტი გამოიყენეს

საზოგადოების ნაწილი საკუთარი სხეულის ფორმებით ძალიან იმედგაცრუებულია. საკუთარ სილამაზეს კი, ხშირად, ცეკვისას ვგრძნობთ. მუსიკა გვათავისუფლებს და გვაგრძნობინებს, რომ ფორმების მიუხედავად, მშვენივრად გამოვიყურებით და არც მოხდენილობა გვაკლია. Miami Ad School-ის სტუდენტებს Google & HMCT-სგან ჰქონდათ დავალება, ეჩვენებინათ, რომ სხეულის ნებისმიერი ფორმა შეიძლება იყოს იდეალური და ამაში მუსიკა და ტიპოგრაფია დაიხმარეს. კამპანია Body Type-ისთვის მათ ფონტი Helvetica გამოიყენეს. Body Type ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ეცეკვათ საყვარელი სიმღერის ფონზე და ამ მოძრაობების საშუალებით, საკუთარი ინდივიდუალური ფონტი შეექმნათ.

როგორ გავზარდოთ ჩვენი გავლენა სამსახურში

თამაშს არ აქვს საზღვარი! – PlayStation 5-ის რეკლამა