in

„ასეთ უნივერსიტეტში რომ არ მესწავლა, „ამაზონში“ მუშაობის შანსი მიზერული იქნებოდა“

„წარმატება არის, კარგად აკეთებდე შენთვის საინტერესო საქმეს და დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული ვარ. მიუხედავად ამისა, ცხადია, მგონია, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ არის. საქართველოს ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან სწორედ მისი დაფინანსებით შევძელი ჯორჯთაუნის MBA-ზე მოხვედრა, რამაც თავის მხრივ, ჩემი „ამაზონში“ მოხვედრა განაპირობა“, – თამარ პაპავა, Senior Program Manager, Amazon Devices, საქართველოს ბანკის პროგრამა ფულბრაიტის სტიპენდიატი. 

კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები გაითვალისწინოს და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამების საშუალებით, საქართველოს ბანკი დაინტერესებულ ადამიანებს ევროპული თუ ამერიკული სასწავლო/სამუშაო გამოცდილების მიღების შანსს აძლევს და ეხმარება, ისეთი ოცნებები აიხდინონ, როგორიც, მაგალითად, ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტის გუნდის წევრობაა: „ასეთ უნივერსიტეტში რომ არ მესწავლა, „ამაზონში“ მუშაობის შანსი მიზერული იქნებოდა“.

არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი: საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბანკი არაერთი წელია, განათლებას მხარს უჭერს, სამაგისტრო სტიპენდიებს აფინანსებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს აფინანსებს და თავადაც ქმნის მათ. სულ ახლახან განათლების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შეიქმნა, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი განათლების მიღების მსურველებს აძლევს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები – ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. ყველა იმ საგანმანათლებლო კონკურსსა თუ პროექტზე, რომელსაც ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახორციელებს.

მარკეტერი თამარ პაპავას ესაუბრა საქართველოს ბანკის პროგრამა ფულბრაიტსა და მის როლზე კარიერულ წარმატებაში:

M: თამარ, გვიამბეთ, როგორ მოხვდით საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში...
აშშ-ის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვიცოდი. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა რომ გაიხსნა, გული მწყდებოდა, რომ ჩემთვის საინტერესო მიმართულება (ბიზნესი) არ ჰქონდათ. ძალიან გამიხარდა, როდესაც მეორე წელს შევიტყვე, რომ საქართველოს ბანკის დახმარებით, ჩემთვის საინტერესო მიმართულებაც დაემატა. 

M: ამ დროს, თქვენ უკვე დასაქმებული იყავით ხომ? რა შესაძლებლობები დაინახეთ, რამაც მიმდინარე სამსახურზე უარი გათქმევინათ და გადაწყვიტეთ, ისევ გესწავლათ?
ვიცოდი, რომ ჩემს კარიერაში ცვლილების დრო იყო და ამ ცვლილებაში მაგისტრატურა დამეხმარებოდა. თუმცა არ ვიცოდი, ზუსტად რა მიმართულებით მინდოდა წასვლა. ისე გამოვიდა, რომ ფულბრაიტის საშუალებით მოვახერხე, ჯორჯთაუნში MBA-ზე სრული დაფინანსებით მესწავლა, რამაც პირდაპირ განაპირობა ჩემი კარიერის მომდევნო ნაბიჯი – „ამაზონი“. მსგავსი ტიპის წამყვანი კომპანიები, როგორც წესი, კონკრეტული უნივერსიტეტებიდან არჩევენ ახალ კადრებს. შესაბამისად, ასეთ უნივერსიტეტში რომ არ მესწავლა, „ამაზონში“ მუშაობის შანსი მიზერული იქნებოდა.M: გაგვიზიარეთ საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობები… და როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თქვენი ინტერესის სფეროები, კარიერული გეგმები ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
ამერიკული ბიზნეს განათლება სრულიად სხვა დონეზეა: სწავლის მეთოდები (მაგალითად, ბიზნეს ქეისებზე დაფუძნებული სწავლება), პროფესორების კვალიფიკაცია და მიდგომა, კლასის დონე – თანაკურსელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სრულიად განსხვავებული გამოცდილებებით. 

ჯორჯთაუნამდე ნამდვილად არ ვიფიქრებდი, თუ ტექნოლოგიის სფეროში, „ამაზონში“ აღმოვჩნდებოდი. კომპანიამ როცა პრეზენტაცია ჩაატარა ჩვენს კამპუსზე, პირველად მაშინ დავინტერესდი, რადგან ყურადღება იმაზე გაამახვილეს, თუ რამდენად მრავალფეროვანი შესაძლებობებია ამ ერთ კომპანიაში და თანამშრომლებს ხელს როგორ უწყობენ, რომ გუნდი თუ პროფილი პერიოდულად შეიცვალონ. მართლაც, უკვე მესამე პოზიციაზე ვარ აქ და ერთმანეთისგან სრულიად განსახვავებული კომპეტენციების შესრულებას მოიცავდა ჩემი საქმიანობის სფერო, თითოეულ გუნდში. M: რას ნიშნავს „ამაზონის“ გუნდის წევრობა?
პირველ რიგში, დიდი პატივი და სიამოვნებაა, გარშემორტყმული იყო ამდენი უმაღლესი დონის პროფესიონალით, გქონდეს შესაძლებობა, მათგან ყოველდღიურად ისწავლო. ასევე, ძალიან კარგი შეგრძნებაა, მუშაობდე კომპანიაში, რომელიც ბაზრის ლიდერია და იცოდე, რომ მონაწილეობას იღებ ისეთი პროდუქტების მომხმარებლებამდე მიტანაში, რომლებითაც ისინი ასეთი კმაყოფილები არიან. მით უმეტეს, ტექნოლოგიურ სფეროში, სადაც ყველაფერი მუდმივად, ძალიან სწრაფად იცვლება.

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასვე დიდ ბრიტანეთში მიიღონ. ევროპული გამოცდილება შეიძინონ და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ცოდნა და მიღებული გამოცდილება საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს მოახმარონ, – არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი

საქართველოს ბანკი 4 წელია (2015-2018) Fulbright-ის პროგრამას ახორციელებს, რომლის დაფინანსებისთვის, ბანკის მხრიდან, 350,000.00 აშშ დოლარია დახარჯული. რაც შეეხება Chevening-ის პროგრამას, ბანკი 5 წელია (2014- 2018) მხარს უჭერს სტუდენტებს, განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღონ. ამ დროის განმავლობაში, ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება 416, 000.00 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 

ამოატრიალეთ ლონდონის მეტროსადგურები და თქვენ კოსმოსურ ხომალდს შექმნით! – მელი ბაღდავაძის ფოტოპროექტი

თანავარსკვლავედი, როგორც სარეკლამო საშუალება – Dunkin-ის კამპანია