11
Oct
2019

Boeing და Porsche მფრინავი ელექტროტაქსის შესაქმნელად მუშაობენ

11 Oct 2019

veon
veon


ამერიკულმა კომპანია Boeing-მა და გერმანულმა Porsche-მ მფრინავი ელექტრომობილის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადეს. CNN-ის თქმით, მფრინავი ტაქსის პროტოტიპი უკვე შექმნილია. კომპანიები აპირებენ აღმოაჩინონ ურბანული, საჰაერო გადაადგილების ბაზარი, იმისათვის, რომ ქალაქებისთვის დამახასიათებელი საცობები განიტვირთოს. ამისათვის ისინი ვერტიკალური აფრენის უნარის მქონე, უპილოტო მფრინავ ელექტროტაქსის შექმნიან.

პროექტის ფინანსური, ან ტექნიკური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, აღნიშნულ განცხადებამდე, მიმდინარე წელს, Boeing-მა განაცხადა, რომ მფრინავი ტაქსის პროტოტიპი შექმნა. განცხადების კვალდაკვალ კი მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მისი შექმნელების თქმით, ერთ სრულ დამუხტვაზე, დაახლოებით, 70 კილომეტრის გადალახვა შეუძლია.

 

განხილვა