in

ნასა ISS-ზე ჩასულ ასტრონავტებს სახლში ვერ აბრუნებს

NASA-ს ასტრონავტები სუნი უილიამსი და ბაჩ უილმორი კოსმოსის საერთაშორისო სადგურზე იმაზე დიდხანს დარჩნენ, ვიდრე დაგეგმილი იყო. 5 ივლისს მოგიყევით, რომ Boeing Starliner-ის ეკიპაჟის წევრები ISS-ამდე წარმატებით მივიდნენ და იქ 8 დღე გაჩერდებოდნენ, თუმცა ამ ამბიდან მალევე Boeing-ის კოსმოსურმა ხომალდმა არასწორად ფუნქიცონირება დაიწყო, მას შემდეგ კი ასტრონავტები ISS-ზე ცხოვრობენ. 

M2
M2

გაშვება საოცარი იყო, ნამდვილად შესანიშნავი, კოსმოსური ხომალდის ოპერაციული შესაძლებლობები შევამოწმეთ და დაუჯერებლად კარგად მუშაობდა, — ამბობს უილმორი.

საინტერესოა, რომ ასტრონავტები კოსმოსური ხომალდის მართვის თვისებების შესაფასებლად 1-დან (საუკეთესო) 10-მდე (ყველაზე ცუდი) შკალას იყენებენ. ამას კი იმიტომ გეუბნებით, რომ უილმორს არასდროს შეუფასებია Boeing Starliner 1-ით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცდუნების წინაშე იყო…

ხოლო, როცა ისინი კოსმოსურ სადგურს მიუახლოვდნენ, Starliner-ის 28 Reaction Control System-ის (RCS) ე. წ. ტრასტერები მოულოდნელად დაიხურა. ამის გამო ხომალდი ხელით მართვაზე გადავიდა, დედამიწაზე არსებული საოპერაციო გუნდი კი პრობლემის მოგვარებას ცდილობდა… თუმცა ფაქტი ის არის, რომ Boeing Starliner-ის ეკიპაჟის წევრებმა ISS-ამდე წარმატებით მიაღწიეს. 

შემდგომ კი ნასამ ხომალდის ჰელიუმის მარაგში 5 გაჟონვა დააფიქსირა, ახლა კი ცდილობს, გაიგოს მეტი დამატებითი პრობლემების შესახებ, არსებობის შემთხვევაში, და მიიღოს მეტი ინფორმაცია, რათა ეკიპაჟის წევრები სახლში უსაფრთხოდ დააბრუნოს. ზუსატდ ამიტომ, RCS ტრასტერის ტესტირება მიმდინარეობა ახლა ნასას White Sands Test Facility-ში. 

და რას აკეთებენ ამ დროის მანძილზე ეკიპაჟის წევრები? ექსპერიმენტებში არიან ჩაბმულნი — ჩვენ ძალიან დატვირთულები ვართ. დაახლოებით კვირაში ერთხელ Starliner-ში გადასვლა გვიწევს რათა ვესაუბროთ საკონტროლო ჯგუფს და ვიმუშაოთ ყველა ნიუანსზე, რომლებზეც ისინი მუშაობენ

ახლა ნასაც სთხოვს Boeing-ს, Starliner სატესტო ფაზაში მოაქციოს, რათა მსგავსი საკითხები წინასწარ აღმოფხვრას. მათ მოუწევთ ერთი უეკიპაჟო მისია კოსმოსის სადგურამდე შეასრულონ. თანაც უკვე ამის გამოცდილება აქვს კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო, ეს მაინც მოახერხეს. მუხედავად ამ ამბებისა, უილმორი და უილიამსი ძალიან ენდობიან Boeing-ს და მათი იმედიც აქვთ.

ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ მეტი ადამიანის კოსმოსურ ხომალდზე მოხვედრით, როგორც კი დავბრუნდებით, ყველა იმ საკითხზე ვიმუშავებთ, რაც უკვე აღმოვაჩინეთ, — აცხადებს უილიამსი.

ამ ეტაპისთვის კი ზუსტად არ ვიცით, როდის დაბრუნდებიან ასტრონავტები სახლში და ისღა დაგვრჩენია, Starliner-ის გუნდს წარმატებები ვუსურვოთ…

„ფინო“ — წარმატებული ურთიერთობების 13-წლიანი ამბავი

„ხუთშაბათის შეხვედრები“ — კრიზისის მართვა: სტრატეგიები და გადაწყვეტილებები