in

Boeing Starliner-ის ეკიპაჟის წევრები უკვე ISS-ზე არიან!

Boeing-ის ახალმა Starliner-ის კაფსულამ და NASA-ს საინაუგურაციო ორკაციანმა ეკიპაჟმა გუშინ უსაფრთხოდ მიაღწია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე, რითაც დაამტკიცეს, რომ Boeing-ს აქვს შესაძლებლობა მწვავე კონკურენცია გაუწიოს ილოს მასკის SpaceX-ს! ეს კი მას შემდეგ მოახერხეს, რაც ჰელიუმის ძრავის გაჟონვა მოხდა. თუმცა ამაზე ნასამ მალევე გვითხრა, რომ მისიას ხელს არ შეუშლიდა. ფაქტია, ასეც მოხდა.

M2
M2

ფლორიდის Cape Canaveral Space Force Station-იდან გაშვების შემდგომ CST-100 Starliner-მა, ვეტერან ასტრონავტებთან 58 წლის ბერი ბუჩ უილმორთან და 61 წლის სუნიტა სუნი უილიამსთან ერთად, რომელთაც კოსმოსში 500 დღეზე მეტი აქვთ გატარებული, პლატფორმას 27-საათიანი ფრენის შემდგომ მიაღწიეს. ჩასვლიდან მალევე უილმორმა ჰიუსტონში მისიის საკონტროლო ჯგუფს შეატყობინა: სასიამოვნოა ცაში დიდ ქალაქთან მიმაგრება“. 

ჩასვლისას, უილმორმა და უილიამსმა სტანდარტული პროცედურების ჩატარებაზე დაახლოებით 2 საათი დახარჯეს, იქნებოდა ეს გაჟონვის შემოწმება თუ სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. ნასას ვიდეოში კი ვხედავთ ცისფერ კოსტიუმში გამოწყობილ ასტრონავტებთან შეხვედრის ემოციურ კადრებს. მათ სადგურზე 7 წევრი დახვდათ, 4 ამერიკიდან და 3 რუსეთიდან:

Starliner-ის ISS-ში გამგზავრებისას ჰელიუმის გაჟონვა ძრავის სისტემაში დაფიქსირდა, რითაც მისი 28 ტრასტერი ჩამოვარდა, რომელსაც კაფსულა კოსმოსში ზუსტი მანევრების შესასრულებლად იყენებდა. მიუხედავად ამისა, კოსმოსურ ხომალდს კვლავ ჰქონდა დარჩენილი საკმარისი რაოდენობის ფუნქციონირებადი ტრასტერი იმისათვის, რომ დანაკარგი აენაზღაურებინა. დამატებითი ტრასტერი კი მისიის ბოლო წერტილამდე გამორთული იყო.

გეგმა ასეთია, უილმორი და უილიამსი სადგურზე 8 დღის მანძილზე უნდა დარჩნენ, შემდგომ კი კვლავ დაბრუნდებიან სახლში ფრენით, რომელიც Starliner-ს პარაშუტებითა და საჰაერო ბალიშებით დედამიწის ატმოსფეროში დააბრუნებს.

მართალია, Starliner-ის გაშვება ოთხშაბათს შესრულდა, თუმცა ამის უკან დგას მრავალწლიანი ტექნიკური შეფერხებები და პირველი წარმატებული სატესტო მისია ასტონავტების გარეშე 2022 წელს. მეტიც, ბოლო წუთს აღმოჩენილმა გაუმართაობამ ეკიპაჟის გაშვების პირველი ორი მცდელობა ჩააგდო

აღსანიშნავია, რომ Boeing-მა Starliner ნასასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ააგო, რათა კონკურენცია გაეწია SpaceX-ის Crew Dragon-ის კაფსულისთვის, რომელიც 2020 წლიდან ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი მანქანაა ეკიპაჟის წევრების ISS-ზე გასაშვებად. ამჟამინდელი მისია Starliner-ის პირველ სატესტო ფრენას აღნიშნავს ატსრონავტებთან ერთად, რაც აუცილებელი მოთხოვნაა მანამ, სანამ NASA ასტრონავტების რუტინული მისიებისთვის კაფსულის სერტიფიცირებას შეძლებს.

საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში

Apple-მა 2024 წლის საუკეთესო თამაშები და აპლიკაციები დაასახელა!