in

Boeing- ერთი თვითმფრინავიდან აეროგიგანტის წოდებამდე

დაახლოებით 380 კომერციული თვითმფრინავის, 230 სამხედრო თვითმფრინავისა და ორამდე თანამგზავრის საშუალო წლიური წარმოებით, Boeing არის გლობალური ლიდერი საჰაერო ტრანსპორტში. მაგრამ როგორ შეიქმნა კომპანია? და რომელმა თვითმფრინავებმა მოუტანა მას გლობალური წარმატება? ერთად მიმოვიხილოთ აეროგიგანტის წარმატების ისტორია.

istoriebi
istoriebi

წარმოშობა

2016 წელს კომპანიას 100 წელი შეუსრულდა. ყველაფერი კი 1909 წლით დაიწყო, როცა უილიამ ე. ბოინგი, ამერიკელი მეწარმე, ალასკა-იუკონ-წყნარი ოკეანის ექსპოზიციას ეწვია სიეტლში და დაათვალიერა იმდროინდელი ტექნოლოგიური განვითარება აშშ-ში. ის მოიხიბლა თვითმფრინავით, რომელიც ნახა ამ ექსპოზიციაზე. ერთი წლის შემდეგ იყიდა ხის ნავების წარმოების ობიექტი, რომელიც მოგვიანებით მისი პირველი პირადი თვითმფრინავის საწარმოდ იქცა. მეწარმე იმდენად შეიპყრო საჰაერო მოგზაურობის იდეამ, რომ 1915 წელს მან სთხოვა გლინ მარტინს, ერთ-ერთ პირველ აშშ-ში დაფუძნებულ თვითმფრინავების დეველოპერს, ესწავლებინა ფრენა.

სოლო ფრენის იდეით მოხიბლულმა Boeing-მა შეიძინა თავისი პირველი კერძო თვითმფრინავი, სახელად Flying Birdcage, რომელიც მარტინის მიერ იყო შემუშავებული. თუმცა, თვითმფრინავი საცდელი ფრენის დროს დაზიანდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თვითმფრინავები იმ დროისთვის შედარებით ახალი გამოგონება იყო, მარტინისთვის და ბოინგისთვის რთული აღმოჩნდა სათადარიგო ნაწილების მოძიება. იმის გათვალისწინებით, რომ Boeing-ს უკვე დაარსებული ჰქონდა საწარმოო ქარხანა, მან გადაწყვიტა, თავად ეცადა ნაწილების წარმოება.

ამ საქმეში საგულდაგულოდ ჩართული ბოინგი მალე მიხვდა, რომ შეეძლო ახალი თვითმფრინავის დიზაინზეც კი ემუშავა. ასე რომ, თავის მეგობართან, აშშ-ის საზღვაო ძალების ინჟინერ, ჯორჯ კონრად ვესტერველტთან თანამშრომლობით, ბოინგმა დაიწყო სრულიად ახალი პროექტი – ახალი B&W ჰიდრო თვითმფრინავი – რომელიც ატარებდა ორივე დიზაინერის ინიციალებს.

როგორ გაითქვა Boeing Company-მ სახელი?

პირველი B&W ერთძრავიანი, ორპლანიანი ჰიდრო თვითმფრინავი იყო, რომელმაც პირველი ფრენა 1916 წელს განახორციელა. საკუთარი თვითმფრინავით აფრენის პირველმა მცდელობამ გააძლიერა ბოინგის სურვილი, გადაექცია ეს კონცეფცია თვითმფრინავების წარმოების ბიზნესად. იმავე წელს მან თავისი კომპანია დააფუძნა, სახელწოდებით Pacific Aero Products Co.

პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მან პირველი მსოფლიო ომის დროს მოიპოვა, როცა აშშ ომში ჩაება. ბოინგმა სახელმწიფოს ორი ჰიდრო თვითმფრინავი მიჰყიდა და კომპანიას სახელიც გადაარქვა – Boeing Airplane Company-დ.

Boeing 737

თავისი ლეგენდარული 737 თვითმფრინავი Boeing-მა 1964 წელს წარმოადგინა, რომელზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. როდესაც ეს მოთხოვნა შენიშნა, ბოინგმა მასშტაბების გაზრდა დაიწყო. თანდათანობით ამატებდა უფრო მეტ ტევადობას სამგზავრო სალონში.

737 დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად თვითმფრინავად. Boeing-ის მონაცემებით, სულ გამოსულია 15,302 Boeing 737 საოჯახო თვითმფრინავი. 

გასვლა კოსმოსში

Boeing-ს ყოველთვის იმაზე უფრო მეტი გეგმა ჰქონდა, ვიდრე მიღწეული წარმატება იყო. 60-იან წლებში მან ვერტმფრენებისა და „ნასას” საჰაერო და სახმელეთო ხომალდების მშენებლობა დაიწყო. პირველი ასეთი იყო Lunar Roving Vehicle, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა Apollo-ს კოსმოსურ ფრენებზე 1960-იან და 70-იან წლებში. Boeing-მა ასევე ააგო მთვარის ორბიტერი, რომელმაც პირველად იმოგზაურა მთვარეზე 1966 წელს.

Boeing-ის წარმატება არა მხოლოდ თვითონ კომპანიისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მან, გარკვეულწილად, დიდი როლი ითამაშა ზოგადად აშშ-ის კორპორაციულ ისტორიაში. ის არა მხოლოდ თვითმფრინავების, არამედ კოსმოსური ხომალდების შემქმნელადაც იქცა და უზარმაზარი როლი ითამაშა ქვეყნის ეკონომიკური თუ ინდუსტრიული განვითარების საქმეში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

არასდროსაა გვიან! – საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი

ალფა დაზღვევა — თუ რამეა, აქ ვართ