in

საქართველოს ბანკი 1 000 000 ლარს გამოყოფს დამწვარი ტერიტორიების აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის

საქართველოს ბანკი 1 მილიონ ლარს გამოყოფს, საქართველოს მასშტაბით, სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის – ამის შესახებ, საქართველოს ბანკმა დღეს, 23 აგვისტოს განაცხადა:

BOG
BOG

 

„ბოლო დღეების განმავლობაში, სტიქიიდან გამომდინარე, მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ, საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში, რადგან სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია ხანძართან გამკლავება“, – საქართველოს ბანკი.

რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს, ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილი აღდგა.

„დღეს, აღდგენის მიზნით, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს, ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ“, – საქართველოს ბანკი.

რატომ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ სიჩქარეს! – Safely Home-ის ვიდეორგოლი

ქართული მობილური თამაში UPO საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია