in

საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს – იდეათეკებს ქმნის.

თანამედროვე ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 2000-ამდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ STEM კუთხეც, სადაც გაეცნობიან მომავლის პროფესიების და STEM მეცნიერების საფუძვლებს.

საქართველოს ბანკის რიგით 29-ე იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში აშენდა.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 29 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

[პარტნიორის კონტენტი]

თინეიჯერები ქობულეთიდან, რომლებმაც ანიმაციური სერიალი “The Walter’s Secret” შექმნეს

„თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია