საქართველოს ბანკმა პარტნიორ სააგენტოებთან ერთად კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალის- Art Directors Club of Europe (ADCE) Awards 2025 – შორთლისტში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალზე საქართველომ 14 შორთლისტით რეკორდი დაამყარა და 24 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
შორთლისტის სია კი ასე გამოიყურება:
- Kupata’s Legacy –კატეგორია: ბრენდის გამოცდილება;
- Independence: First person experience | Supermarket – კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ბრენდული კამპანია;
- Blood Bank of Georgia | Windfor’s – კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება;
- Once You See It, You Can’t Unsee It | Windfor’s- კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ბრენდული კამპანია;
- Iveria – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოცემა – კატეგორია: გარე პრინტი/ბეჭდური რეკლამა.
ინფორმაციისთვის, ADCE-ის ჯილდოები მსოფლიოში ერთადერთი დაჯილდოების სისტემაა, რომელიც ევროპის საუკეთესო დიზაინისა და რეკლამის ჯილდოს მფლობელ ნამუშევრებს ერთ კონკურსში აერთიანებს.
ADCE-ის ჯილდოები ექსკლუზიურად მხოლოდ იმ საუკეთესო ნამუშევრებისთვისაა, რომლებმაც ეროვნული აღიარება მოიპოვეს, რაც უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო ცნობადობას და პოპულარიზაციას.
ADCE Awards-ის გამარჯვებულები 21 ნოემბერს ბარსელონაში გამოვლინდებიან.
სრული შორთლისტის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
[პარტნიორის კონტენტი]












