in

მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს Dressup Group-თან ერთად სპეციალურ აქციას სთავაზობს.

30-31 მარტს,Dressup-ის ფიზიკურ მაღაზიებში ან ონლაინ, dressup.geზე შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ MR ქულების სახით. შეთავაზების ფარგლებში, ერთ მომხმარებელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 200 ლარის MR ქულის მიღება.

ინფორმაციისთვის, ფილიალში გადახდა შესაძლებელია როგორც Wallet-ში დამატებული, ისე ფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ გადახდისას მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანის შემთხვევაში. 

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ვაუჩერებზე.

Dressup Group 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთ წამყვან რითეილერს. კომპანია აერთიანებს 80-ზე მეტ მაღაზიას ოთხ ქალაქში და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Apple თავის Mac Pro-ს დაემშვიდობა

„კომპანიის ყველაზე ძლიერ მხარედ მაინც გუნდურობა მიმაჩნია“ – ბაუმერის საიტ მენეჯერის ნიკოლოზ ტოგონიძის ამბავი