თანამედროვე სამყაროში მომხმარებელი ბიზნეს პროცესების ცენტრია – ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნა მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე დაყრდნობით ხდება, რაც მომხმარებლებისთვის ბრენდთან ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად პერსონალურს ხდის.
საქართველოს ბანკისთვის მომხმარებელი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მისი გუნდი აქტიურად მუშაობს რათა შექმნას, გამორჩეული გამოცდილება. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი ასრულებს. გუნდის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ანანო ჯაოშვილი გვესაუბრება.
მათი გუნდი არაფინანსური სარეკომენდაციო სისტემების განვითარებაზე მუშაობდა, თუმცა, ახლახან, მიმართულება შეიცვალეს. ახლა ისინი კონცენტრირებულნი იქნებიან ბანკის მასშტაბით AI პროექტების დანერგვაზე, რაც პროცესების ეფექტურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას შეუწყობს ხელს.
დაგროვებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანანო ინტერვიუში გვესაუბრება.
ზოგადად, საქართველოს ბანკი მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებითა და პროდუქტებით გამოირჩევა, რა წვლილი შეაქვს თქვენს გუნდს ამ მიმართულებით?
საქართველოს ბანკს მომხმარებლებისთვის ყოველთვიურად 300-მდე განსხვავებული არაფინანსური შეთავაზება აქვს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი მოდელები მომხმარებლებს ეხმარება, რომ შეთავაზებების დიდი სიმრავლიდან შევთავაზოთ მათზე მორგებული კამპანიები საქართველოს ბანკის შიდა საკომუნიკაციო არხებში განთავსებით.
სარეკომენდაციო მოდელების დახმარებით ვაანალიზებთ თითოეული მომხმარებლის ქცევას და ვპროგნოზირებთ, თუ რომელი კამპანია იქნება მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესო დროის კონკრეტულ მომენტში. სწორ დროს შეთავაზებების მიწოდებით კი მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ყოველდღიურად ჩვენგან მაქსიმალურად ბევრი ბენეფიტი მიიღონ.
ახლახან შევიცვალეთ მიმართულება, რომლის ფარგლებშიც კონცენტრირებულები ვიქნებით AI პროექტების დანერგვაზე ბანკის მასშტაბით, რაც ჩვენს თანამშრომლებს და მომხმარებლებს ყოველდღიურობას გაუმარტივებს და მათ საქმიანობას ბევრად სწრაფს და ეფექტურს გახდის. ჩვენი გუნდი არაფინანსური სარეკომენდაციო სისტემების განვითარებაზე წლები მუშაობდა.
თქვენი გუნდის მიერ დაგროვილი გამოცდილების შესახებ რომ მოგვიყვეთ: რა მიმართულებით მუშაობდა თქვენი გუნდი და რა ღირებულებას ქმნიდა მომხმარებლისთვის?
დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ტრიალებს ჩვენს გარშემო და ამ ინფორმაციის ოპტიმიზაცია ჩვენი საბოლოო მიზანი და გამოწვევაა. ალბათ ბევრჯერ მიგიღიათ შეტყობინება, ან გინახავთ შეთავაზებები, რომლებიც თქვენთვის საერთოდ არ ყოფილა საინტერესო და მათთვის არა თუ არ მიგიქცევიათ ყურადღება, არამედ გაგკვირვებიათ კიდეც, თუ რატომ ჰქონდა კონკრეტულ კომპანიას მსგავს შეთავაზებებზე თქვენთან კომუნიკაცია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე არის ორიენტირებული ის სარეკომენდაციო მოდელები, რომლებიც ჩვენს გუნდში შეიქმნა.
საქართველოს ბანკის ლოიალურობის გუნდი ზრუნავს, რომ მომხმარებლებს რაც შეიძლება ბევრი და მრავალფეროვანი შეთავაზებები ჰქონდეთ. თუმცა, მათი სიმრავლე ერთი მხრივ შესაძლოა დამაბნეველიც იყოს, რადგან მომხმარებელს შეიძლება გაუჭირდეს იმ შეთავაზებების ამორჩევა, რაც მისთვის დროის კონკრეტულ მომენტში უფრო მეტად აქტუალურია. ზუსტად ამ ნაწილში არაფინანსური რეკომენდერის მოდელები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, რათა ბევრ განსხვავებულ შეთავაზებას შორის მომხმარებელს დაეხმაროს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მასზე მორგებული, სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაცია დროულად მიიღოს.
თქვენი გუნდის მიერ განხორციელებულ რომელ პროექტს გამოარჩევდით? რატომ?
ალბათ ყველამ, ვინც საქართველოს ბანკის მომხმარებელია, შეამჩნია წლის ბოლოს მობილბანკში გამოტანილი შეჯამება, სადაც თავმოყრილი იყო როგორც მომხმარებლის ფინანსური აქტივობები წლის განმავლობაში, ასევე მომხმარებლის ჭრილში მისადაგებული შესაბამისი არქეტიპები. მაგალითისთვის, ზოგი ჩვენგანი იყო მოგზაური, მელომანი, ფოტოგრაფი და ა.შ. იმისთვის, რომ სწორი არქეტიპები შეგვერჩია, ჩვენმა გუნდმა გაანალიზა მომხმარებლის ქცევა და მასზე დაყრდნობით შესაბამისი სტატუსებიც შექმნა.
ასეთი პერსონალიზებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის გამოცდილება გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. ამ ღირებულების გათვალისწინებით, ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო.
ტექნოლოგიური სამყარო მუდმივად ვითარდება, რაც სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოების შექმნასაც გულისხმობს. როგორია თქვენი გუნდის დამოკიდებულება ინოვაციების მიმართ?
ჩვენი სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუდმივად ვიცოდეთ, თუ რა ტექნოლოგიური შესაძლებლობები გვაქვს ბაზარზე, რომლის გამოყენების შედეგადაც შევძლებთ, ჩვენი პროდუქტები უფრო დახვეწილი გავხადოთ, ამიტომ ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დავნერგოთ ის სიახლეები, რაც ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს პირდაპირ უპასუხებს.
სწორედ ამ სიახლეების დასანერგად შეიცვალა ჩვენმა გუნდმა მიმართულება. ახლა ჩვენ მთლიანად ორიენტირებულები ვიქნებით ბანკის გამოწვევების AI-ის დახმარებით მოგვარებაზე.
ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მოლოდინი აქვთ მომხმარებლებს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ეს მოლოდინი გავუმართლოთ.
რა არის თქვენი გუნდის ღირებულება და რამდენად თანხვედრაში მოდის ახალი მიმართულება მასთან?
ჩვენი გუნდის მამოძრავებელი ღირებულება არის ბანკის მასშტაბით არსებული მონაცემების სწორი ანალიზის საფუძველზე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების შექმნა.
ჩვენი გუნდის ახალი მიმართულება, რომელიც AI პროექტების დანერგვაზეა ორიენტირებული, სრულ თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან, რადგან ის კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, მომხმარებლების და თანამშრომლების გამოცდილება მეტად დახვეწილი და პერსონალიზებული გავხადოთ. AI-ის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად დავაოპტიმიზიროთ ინფორმაცია, უფრო ზუსტად გავაანალიზოთ მომხმარებლების და თანამშრომლების საჭიროებები, და შედეგად, შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ უპასუხებენ თანამედროვე მომხმარებლების მოლოდინებს.
[პარტნიორის კონტენტი]