in

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

1-ელი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით, თუ რა სტატუსს ფლობს მოხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს (მაგალითად, Student Card, sCool Card თუ სხვა) მასზე გავრცელდება შეღავათიანი ან უფასო ტარიფი.

კერძოდ, სტუდენტური ბარათის მფლობელები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.

ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:

  • ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს;
  • ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;

რა უნდა იცოდეთ:

1-ელი სექტემბრიდან ძველი სატრანსპორტო ბარათით ვეღარ ისარგებლებთ. ამიტომ გირჩევთ, ამ პერიოდის დადგომამდე სრულად გამოიყენოთ არსებული ნაშთი.

საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი.

როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?

საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით  შეგიძლიათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ  საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

ინფორმაციისთვის, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.

[პარტნიორის კონტენტი]

შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს

როგორ გამოვიყენოთ Facebook ბიზნესის ეფექტური პოზიციონირებისთვის