in

„მთავარი, გლობალური ჯილდო ჩვენ გვხვდა წილად!“ – საქართველოს ბანკის გლობალური ჯილდო Global Finance-ისგან

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საუკეთესო ციფრული ბანკების ტიტული იმ კომპანიებმა მოიპოვეს, რომლებმაც მომხმარებლისთვის გამორჩეული, გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს. ნომინაციაში „მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლისთვის“ საქართველოს ბანკმა მოიპოვა. ასევე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით,  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საუკეთესოდ უკვე მეორედ დაასახელა. გამარჯვებულები საუკეთესო ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების ჩართულობით შეარჩიეს.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ. საქართველოს ბანკმა, საერთო ჯამში, ათ ნომინაციაში მოიპოვა აღიარება: მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის, საუკეთესო ბანკი სადეპოზიტო, საბარათე, საინვესტიციო ციფრული პროდუქტების მიმწოდებელი (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო მობილბანკი (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ბანკი ციფრული შეთავაზებების მიმწოდებელი მსოფლიოში, საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებისთვის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ციფრული ბანკი (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში), საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში). ამ ჯილდოებს თან დაერთო ღირსშესანიშნავი ამბავიც – სულ ახლახან, საქართველოს ბანკის მობილური და ინტერნეტ ბანკის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. რას ნიშნავს საქართველოს ბანკის გუნდისთვის ეს ჯილდოები და როგორ აისახება ბანკის მსოფლიო აღიარება მომხმარებელზე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ლევან კობახიძე მოგიყვებათ.

M: რას გულისხმობს მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული?

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა წელს საქართველო ბანკი ცნო მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად. ეს ერთგვარი შემაჯამებელი აღიარებაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა ასპექტით შეფასდა. საქართველოს ბანკმა წელს გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა ქვეკატეგორიაშიც, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე, თუმცა ეს ტიტული მაინც მთავარ აღიარებად ითვლება.

M: Global Finance-მა საქართველოს ბანკი ათ ნომინაციაში დაასახელა გამარჯვებულად. პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორი იყო კონკურსის მიმდინარეობა?

წელს Global Finance-ის ნომინაციებში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ასეული საფინანსო ინსტიტუტი, 50-მდე განსხვავებული ქვეყნიდან და ყველა კონტინენტიდან. თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდა ქვეყნის გამარჯვებული და ასევე რეგიონალური გამარჯვებულები სხვადასხვა ქვეკატეგორიაში, როგორიც არის საუკეთესო მობილური აპლიკაცია, ინოვაციური ბანკი, საუკეთესო ონლაინ დეპოზიტების, ბარათებისა და საინვესტიციო სერვისების პროვაიდერი და ა.შ. საქართველოს ბანკმა ბევრი რეგიონული ჯილდო მოიპოვა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო მობილ ბანკის ტიტული.

საქართველოს ბანკის გარდა, რეგიონურ და გლობალურ ჯილდოებზე ნომინირებულები იყვნენ ისეთი ცნობილი ბანკები, როგორებიცაა Bank of America, Citi, HSBC და მრავალი სხვა. თუმცა მთავარი პრიზი წელს ჩვენ გვხვდა წილად.

M: საქართველოს ბანკის რა მიმართულებები მოიცვა ჯილდოებმა?

ჯილდოებმა მოიცვა ბანკის თითქმის ყველა მიმართულება. ბუნებრივია, განსაკუთრებული ფოკუსი იყო ციფრულ მომსახურებაზე, რომელიც გულისხმობს საბანკო სერვისების მიწოდებას მომხმარებლისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით (UX), მარტივი და სრულყოფილი მობილ და ინტერნეტ ბანკით, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შესაბამისად, ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ ბანკს, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. სწორედ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქმნება მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტები საქართველოს ბანკში, რითაც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტულიც დავიმსახურეთ.

M: რას ნიშნავს თქვენი გუნდისთვის ეს წარმატება?

უკვე რამდენიმე წელია, Global Finance სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოდ გვასახელებს, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივატორი იყო, რომ ციფრული პროდუქტების მუდმივი გაუმჯობესების ხარჯზე მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსამდე მოვსულიყავით. მსოფლიო დონის ასეთი აღიარება, იმ გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდების დახვეწაზე, მათ კმაყოფილებაზე და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, იმის დასტურია, რომ არც ახლა უნდა გავჩერდეთ. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ბანკს, რომლის ციფრული შესაძლებლობებიც უსაზღვროა.

M: ციფრული ბანკის გაუმჯობესება ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს, ამაზე დამსახურებული ჯილდოებიც მეტყველებს. როგორ აისახა შედეგებზე ასეთი ცვლილება?

სიმბოლურია, რომ სწორედ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ბანკის მობილური და ინტერნეტ ბანკის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ეს ძალიან დიდი რიცხვია საქართველოს ბაზრისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ციფრული სერვისებით მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელიც მუდმივად მზარდია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯილდო მომხმარებლების მხრიდან გამოცხადებული ნდობის პასუხია. მათი ნდობისა და შესაბამისად, მათ მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობის მუდმივი ზრდა კი უკვე შეუქცევადი პროცესია.

 

 

[R]

როგორ უნდა დაისახოთ კარიერული მიზნები, როცა გადამწვარი ხართ?

რატომ უყვარს ტვინს გამოწვევები?