in

რა ფუნქციები აქვს საქართველოს ბანკის სულ ახალ ბიზნეს მობილბანკს?

ბიზნესოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება!

მობილბანკი მსხვილი თუ მცირე ბიზნესის მართვის ყოველდღიურ ნაწილად იქცა. არავითარი ფილიალში მისვლა, ნაღდი ფულის ტარება, ფურცლები, ზარები და ზედმეტი თავისტკივილი – ბიზნესოპერაციების მართვა მარტივადაა შესაძლებელი. ციფრული ბანკინგით სარგებლობამ, პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის განკუთვნილი ამ პროდუქტის განახლება გადაწყვიტა და ბაზარს სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა, რომლითაც ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ რეჟიმში მართავთ ბიზნესოპერაციებს.

ბუნებრივია, როდესაც საქმე ასეთი ტიპის ციფრულ ხელსაწყოს ეხება, ჩნდება კითხვა – რა პირობები, ფუნქციები და უპირატესობები აქვს? რამდენად მოქნილია? უსაფრთხოა? საქართველოს ბანკის სულ ახალ მობილბანკში რამდენიმე საკვანძო სიახლეს ნახავთ:

რატომ ბიზნეს მობილბანკი?

თქვენი მობილურით ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ ბიზნესთან დაკავშირებული პროცესების მართვას, რაც ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
1 სივრცეში გაეცნობით ინფორმაციას ანგარიშებსა და ბარათებზე, თვალს მიადევნებთ ბოლოს შესრულებულ ოპერაციებს, ასევე ხელმოსაწერ დოკუმენტებს, დააკონვერტირებთ ან გადარიცხავთ თანხებს და ა.შ.

სულ ახალი ბიზნეს მობილბანკით ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მიიღოთ ამონაწერი ჯამურ თანხებზე, შეამოწმოთ ოპერაციები ანგარიშის ნომრის/თარიღის მიხედვით, გაეცნოთ სესხების/ანაბრების დეტალებს, დაადასტუროთ ხელმოსაწერი დოკუმენტები, უკეთესი პირობით დააკონვერტიროთ ვალუტა, მოაგვაროთ უსაფრთხოების საკითხები, გადარიცხოთ თანხა ბანკსა თუ ხაზინაში და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა მობილბანკი?

ანგარიშების მაქსიმალური დაცულობისათვის, დაცვის სისტემის უახლეს ტექნოლოგიებ გამოიყენება. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, პროგრამა 3 თვეში ერთხელ პაროლის განახლებას მოგთხოვთ. ავტორიზაცია შეგიძლიათ როგორც მხოლოდ მომხმარებლის სახელით/პაროლით, ასევე დამატებით, ერთჯერადი SMS კოდით ან დიჯიპასის დახმარებით.

უფასოდ შეძლებთ: აქტივაციას, გადარიცხვას/კონვერტაციას საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხვას საქართველოს ბანკის ანგარიშებზე (ლარში) და არ გადაიხდით მომსახურების საკომისიოს.

 

[R]

ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით ტრენინგები, საქართველოს მეწარმეებისთვის, BTU-ში დაიწყება

დაკარგული კონტინენტი 375 წლის შემდეგ აღმოაჩინეს!