in

საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ.

11 სექტემბერს Biblusi-ს ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინგადახდისას Student Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარს), ხოლო sCool Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 50 ლარს) მიიღებენ.

შეთავაზების მისაღებად Student Card-ის მფლობელებმა ის მობილბანკში, ხოლო sCool Card-ის მფლობელებმა sCoolApp-ში უნდა გაააქტიურონ. გადახდა კი საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

ინფორმაციისთვის, Biblusi-ში მომხმარებლებს წიგნებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, რაც შეთავაზებას კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობად აქცევს ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად ან, უბრალოდ, საყვარელი წიგნის ასარჩევად.

Biblusi-ს შეთავაზებასთან ერთად საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის მფლობელებს 200-ამდე სხვა შეთავაზებითაც შეუძლიათ სარგებლობა. სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

McDonald’s-ის მარკეტინგის სტრატეგია – რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან?

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ