in

ტექნოლოგია, ინოვაციები და ინსპირაცია – საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის ციფრული დღე გაიმართა

რა შეიძლება ისწავლო ბერკლისა და სტენფორდის უნივერსიტეტების პროფესორებისგან ან სილიკონ ველის ექსპერტებისგან? – სწორედ ამ კითხვას გასცა პასუხი საქართველოს ბანკის ციფრულმა დღემ, რომელიც ახლახან თანამშრომლებისთვის გაიმართა. იდეა მარტივი იყო: ერთი სამუშაო დღე შთაგონებისა და ახალი ხედვების გაზიარებას დაეთმო, საბოლოოდ კი იქცა პლატფორმად, სადაც სპეციალურად მოწვეულმა გლობალურმა სპიკერებმა საქართველოს ბანკის თანამშრომლებთან ერთად ინოვაციებზე, დიზაინსა და ხელოვნურ ინტელექტზე იმსჯელეს.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ მოესმინათ სპიკერების გამოცდილება, არამედ პრაქტიკული რეკომენდაციებიც მიეღოთ. 

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემები სხვადასხვა კუთხით წარმოადგინეს: განიხილეს მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის მნიშვნელობა,  ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, იდეების ეფექტიანად წარდგენის საკითხები და სხვა.

„ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორი დღეს ისევე სწრაფად იცვლება, როგორც თავად მომხმარებელთა ქცევა. ასეთ გარემოში ყველაზე დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას, არამედ მათ გააზრებულ გამოყენებას ენიჭება. ციფრული დღე სწორედ ამას ემსახურებოდა – ახალი იდეების გაღვივებას, განსხვავებულ პერსპექტივებსა და იმ გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ სცადონ, იფიქრონ და სიახლეები დანერგონ. ეს შეხვედრა კარგად წარმოაჩენს ბანკის კულტურას, თუ როგორ ვიყენებთ საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას ინოვაციების შესაქმნელად, მომხმარებლების საჭიროებებზე დასაკვრივებლად და იდეების რეალურ პროდუქტებად გარდასაქმნელად“, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკი, ღონისძიებებითა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებით, ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ინოვაციური იდეების გავრცელებას. შედეგად კი, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით მომხმარებლების ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის, ბანკი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ სერვისებსა და პროდუქტებს, მათ შორის ინოვაციებს მობილბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ნერგავს.

[პარტნიორის კონტენტი]

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

OpenAI-მ TikTok-ის კონკურენტი Sora-ს აპლიკაცია და AI მოდელი გამოუშვა