მთელი საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან დაკავშირებით, საკომუნიკაციო სააგენტო JWT Metro-მ ვიდეორგოლი გადაიღო. მუსიკა, სპეციალურად ვიდეორგოლისთვის, აჩიკო გულედანმა შექმნა.
საქართველოს ბანკმა განათლების მიმართულებით ახალი პროექტის დაწყების შესახებაც განაცხადა. პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. წარმომადგენლების განცხადებით, განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს ბანკი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით. პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნის წამყვანი ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. ამაზე მეტყველებს ახალი ინიციატივაც და უკვე განხორციელებული პროექტებიც. მაგალითისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მეექვსე წელია ბანკი TEDx თბილისის მხარდამჭერია. ბანკი ასევე ზრუნავს ეკოლოგიაზე და ყოველწლიურად მხარს უჭერს 10 დაცული ტერიტორიის მოვლა-შენარჩუნებას Caucasus Nature Fund -თან ერთად. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, კომპანიის ოფისში განთავსებული მწვანე ყუთების საშუალებით, გროვდება და მუშავდება მაკულატურა. საქართველოს ბანკმა ეკოლოგიის მიმართულებით – 1 726 912 ლარი გამოყო. ბანკი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნა/განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ბანკის მიერ დონაციისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის Donate.ge-ს მეშვეობით კი შეგროვდა 44 381 ნივთი, რომელიც 1 360 ბენეფიციარს გადაეცა“, – განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
კლიენტი: საქართველოს ბანკი
სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი დირექტორი: ეკა ყიფიანი
არტ დირექტორი: ხატია არველაძე
დიზაინერი: ნინუკა ცინცაძე
ექაუნთ მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი
რეჟისორი: რატი რამიშვილი
ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
კამერამენი: გურამ მოსიკაშვილი
მხატვარი: დათო ჭყოიძე
ასისტენტები: ზაზა გოგორიშვილი, ნათია გურაბანიძე
დეკორატორი: ჯიმშერ ბერძენიშვილი
კოსტუმების მხატვარი: ნათია ინწკირველი
ასისტენტი: მარი კარიაული
კასტინგი: თეა ჩუბინიძე, ნინო დოლიძე
ფერის კორექცია: ომარ გელაშვილი
ანიმაცია: თაკო ბაქრაძე
ხმის რეჟისორი: კობა კვაჭაძე
მუსიკა: აჩიკო გულედანი
ფროდაქშენ კომპანია: მეტრო ფროდაქშენი
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: მარიამ სოსელია
რეჟისორის პირველი ასისტენტი: სოფო ფარჯიანი
ლოკაციის მენეჯერი:ტატო ფანცულაია
სეტ მენეჯერები: დავით ფერაძე, კოკა ჩხაიძე
Animation & VFX: Metrograph
Post production Producer: გიგი კვანტალიანი
CG Supervisor: ირაკლი გაბუნია,
Lead Animator: ირაკლი ყურაშვილი
Animator: ირაკლი ზურაბიშვილი
Concept Artist: ლიკა გურგენიშვილი
Motion Graphics: ირაკლი ნიჟარაძე
VFX: დავით არეშიძე
მუსიკა, ტექსტი, არანჟირება: აჩიკო გულედანი ბექა ჯაფარიძე,
ვოკალი გვანცა ჯაფარიძე













