in

საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია – შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ

ნიკა გუჯეჯიანის პატივსაცემად და მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, რომლის მეშვეობითაც შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაემგზავრონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში სასწავლებლად.

ნიკა გუჯეჯიანის სახელი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს – ის იყო საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი, 2014-2016 წლებში სწავლობდა Miami Ad School Europe-ში, Art Direction-ის მიმართულებით, იყო Portfolio Night All-Stars–ის ფესტივალის გამარჯვებული. თანამშრომლობდა ისეთ სარეკლამო კომპანიებთან, როგორებიც არის BBDO Proximity, BETC, Y&R Prague…

საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა 2019 წელს დაწესდა და უკვე 5 ახალგაზრდას მისცა საკუთარი ოცნების რეალობად ქცევის შესაძლებლობა.

განათლების გზაზე არ გაჩერდე – 2026  სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე პორტფოლიოების მიღება უკვე დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, სასწავლო პროგრამა ჰიბრიდული ფორმატით ტარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი ორ სემესტრს სწავლობს ონლაინ ფორმატში, ორს კი ადგილზე, ბერლინში.

საქართველოს ბანკისთვის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია – ნიკა ჩვენი თანამშრომელი იყო და მისი ინიციატივით არაერთი საინტერესო კამპანია შეიქმნა. ის იყო ნოვატორი, გამორჩეული იდეების მქონე პროფესიონალი, რომელსაც სჯეროდა უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, MASE-სთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ შეგვექმნა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცემდა წვდომას საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და ათვისების უსაზღვრო შესაძლებლობაზე“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის პარასკევის PLUS შეთავაზებები

როგორ დავწეროთ რეზიუმე AI-ის დახმარებით?