in

„საქართველოს ბანკი მაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანო მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში“ – დავით ჩხაიძე, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ცვალებად ციფრულ გარემოს ფეხი აუწყოს და მომხმარებელს საუკეთესო, თანამედროვე და კომფორტული საბანკო გამოცდილება შესთავაზოს. ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვით, ფინანსური ინსტიტუტის გუნდი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

IT მიმართულებით არსებული გამოწვევების, ეფექტური გადაწყვეტების შექმნისა და ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის შექმნილი თანამედროვე ინსტრუმენტების შესახებ საქართველოს ბანკის გუნდის წევრი დავით ჩხაიძე გვესაუბრა.

დავითი დღეს საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორია. მან საინტერესო კარიერული გზა განვლო, ახლა კი ინოვაციური სერვისების შექმნით მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

IT მიმართულებით დაინტერესება

პროგრამირებასთან პირველი შეხება სკოლაში, ადრეულ ასაკშივე მქონდა, მას შემდეგ განათლება სრულად ამ მიმართულებით მივიღე. კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა 2012 წელს პირველ სამსახურში სტაჟირებას, სადაც გამოცდილი ადამიანების მენტორობით მივიღე ის ცოდნა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, სხვადასხვა ორგანიზაციაში მემუშავა და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა. ჩემი პროფესიის რეალური ღირებულება კი მაშინ გავიაზრე, როცა მომხმარებლის ხელში ჩემი შექმნილი აპლიკაცია პირველად დავინახე და მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე. მას შემდეგ ყოველდღიურად ვცდილობ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო და მეტი ადამიანის ყოველდღიურობა გავაუმჯობესო.

გზა საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორობამდე

ჩემს სფეროში ყველა კარიერული ეტაპის გავლის შემდეგ (დამწყებიდან გუნდის უფროსობამდე), მენეჯერულსა და ტექნიკურ პოზიციებს შორის არჩევანი მარტივად, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორობაზე გავაკეთე.

საქართველოს ბანკში სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა შესაბამისი ვაკანსია და ბევრი არც მიფიქრია, რადგან საქართველოს ბანკი მაშინაც იყო და ახლაც არის ის ერთადერთი კომპანია, რომლის მასშტაბი შესაძლებლობას გაძლევს მიიღო დიდი გამოცდილება Software Architecture-ის მიმართულებით.

შესაბამისად, ჩემი და საქართველოს ბანკის ურთიერთობა 2021 წელს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის პოზიციით დაიწყო. ჩემი გუნდის მოვალეობაში შედის ბანკში არსებული სხვადასხვა სისტემის განვითარება ან ახლის დანერგვა ისე, რომ გავითვალისწინოთ თანამედროვე მიდგომები და მუდმივად მზარდი რაოდენობის მომხმარებელს უწყვეტი, სწრაფი და გამართული ციფრული მომსახურება შევთავაზოთ. შესაბამისად, საქართველოს ბანკი მაძლევს შესაძლებლობას, მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობა გავაუმჯობესო.

გამოწვევები და მათთან გამკლავების ინოვაციური გზები

ჩვენს პოზიციაზე მთავარი გამოწვევა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიასთან მაქსიმალური შეხებაა, რაც მოიცავს სისტემაში არსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ კომპონენტს. ამიტომ, გამოცდილება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორს სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, აუცილებელია,  მუდმივად გავეცნოთ სიახლეებს და ფეხი ავუწყოთ მათ.

ჩემი ახლანდელი საქმიანობაც სწორედ ამ პროცესებს მოიცავს. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოს ბანკში სიახლეები დავნერგოთ და არსებული სისტემები თანამედროვე მიდგომებით გავაუმჯობესოთ. ამიტომ, მნიშვნელოვან საკითხებს ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ, ბანკის მიერ შემოთავაზებული კურსებით ვსარგებლობთ და ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას ვუზიარებთ ინფრასტრუქტურის, მონაცემთან ბაზების, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებებზე.

მოტივაცია და შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის საქართველოს ბანკი

ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ბანკის მასშტაბების მქონე კომპანიის დასახელება, რომელსაც ამ რაოდენობით მომხმარებელთან თუ რესურსებთან აქვს შეხება, ცოტა რთულია. სწორედ საქართველოს ბანკი იძლევა შესაძლებლობას, დიდი რესურსებით მრავალრიცხოვან მომხმარებელზე გავიდეთ და მათ მაქსიმალურად თანამედროვე გამოცდილება შევთავაზოთ.

ამასთანავე, ჩვენი გუნდი სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისგან შედგება. ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და ცოდნის გაზიარება კი გვეხმარება, კონკრეტულ შემთხვევებში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც პროგრამული, ისე ინფრასტრუქტურული, უსაფრთხოების თუ სხვა რისკები. საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი, საინტერესო პროექტები და თანამშრომელზე ორიენტირებული სამუშაო გარემო კი პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

როგორც ჩემი, ასევე გუნდელების მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული, პასუხისმგებლობა და ღირებულების შექმნის სურვილი, ის მნიშვნელოვანი თვისებებია, რომლებიც ჩვენი საქმის ხარისხიანად შესრულებაში გვეხმარება. საქართველოს ბანკის გუნდში მუშაობისას ვისწავლე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალური ფასეულობის შექმნაზე იყო ორიენტირებული. მით უმეტეს, ეს ფინანსური სექტორია და ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტს ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად მილიონობით ადამიანი იყენებს. პირადად ჩემთვის კი, პრობლემების გადაჭრა ძალიან დიდი სიამოვნებაა და სულ ვცდილობ, რომ ახალ-ახალი გზები ვეძებო და არ გავჩერდე.

[პარტნიორის კონტენტი]

შავი პარასკევი Dressup.ge-ზე!

AI კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის