დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი სერვისი სულ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი ხდება. ყოველდღიური ცხოვრების ტემპისთვის ფეხის ასაწყობად კი კომპანიები ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლის რიტმს მოერგება.
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს რათა შექმნას და გააუმჯობესოს ციფრული პროდუქტები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თითის ერთი დაჭერით, სულ რამდენიმე წამში, სწრაფად და მარტივად განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაციები.
ერთი შეხედვით მარტივი პროცესების უკან კი Devops-ის ძლიერი გუნდი დგას, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა აპლიკაციების შეუფერხებლად ფუნქციონირებას შეუწყონ ხელი. ამ გუნდის წევრია გიორგი ციცვიძეც, რომელიც საქართველოს ბანკში DevOps ინჟინრის პოზიციას იკავებს.
„შესაძლოა, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ DevOps-ის გუნდი საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების დიდი ნაწილის ფუნქციონირების პროცესში აქტიურად არის ჩართული. მათ შორის მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი მობილბანკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობაც ეკისრება. ჩვენი გუნდის მიზანია, ბანკის აპლიკაციები და სერვისები მომხმარებლის საჭიროებისა და მოთხოვნების საპასუხოდ, რაც შეიძლება უფრო სწრაფი და მოქნილი გავხადოთ“, — გვიყვება გიორგი.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიონია. მათზე ინდივიდუალურად მორგებული მომსახურების შესაქმნელად კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავება, რათა მოხდეს ხარვეზის რეალურ დროში იდენტიფიცირება და მისი გამოსწორება.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის სერვისები დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი. ამისათვის მომხმარებლის მხრიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავებაზე ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს”, — ამბობს გიორგი.
გვიყვება, რომ საქართველოს ბანკის გუნდის მთავარ ღირებულებას გამორჩეული საბანკო სერვისების, პროდუქტებისა და საბანკო მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს. საერთო მიზნისკენ სწრაფვა და კმაყოფილი მომხმარებლის უკუკავშირი კი ის მამოტივირებელი ძალაა, რომელიც მას არგაჩერებისკენ უბიძგებს.
აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკში IT მიმართულებით დაიწყო მუშაობა და DevOps-ის მიმართულებით მოხვედრამდე საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გაიარა.
„საქართველოს ბანკში ჩემი მეგობრის რჩევით მოვედი. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა და ვაკანსიაზე CV გამომეგზავნა. თავდაპირველად სტაჟიორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. თუმცა, ვცდილობდი, ყველა სფერო მომეცვა და ჩემ ირგვლივ მყოფი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან მცირედი მაინც მესწავლა. პარალელურად, ვუყურებდი არაერთ ვიდეოს, ვკითხულობდი ონლაინ მასალებს, რათა შემეძინა გამოცდილება და დამეგროვებინა საჭირო ცოდნა. მალევე, ჩემი გუნდის წევრების მხარდაჭერით, DevOps-ის მიმართულებით გადავედი. ჩემთვის ეს არის ყოველდღიურად ახალ გამოწვევებთან გამკლავების და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესი“, — აღნიშნავს გიორგი.
გვიყვება, რომ საქართველოს ბანკში მუშაობა მუდმივ განვითარებასთან ასოცირდება. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, მომხმარებლის ყოველდღიურ რიტმს და შექმნას მათთვის ახალი, ინოვაციური გამოცდილება.
„შექმნა ახალი, განავითარო უკვე არსებული და გყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი – ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც მაძლევს სტიმულს, ყოველდღე ვაკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩემგან მოელიან“, — ამბობს გიორგი.
[პარტნიორის კონტენტი]