in

ციფრული ბიზნეს ბარათი – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პროდუქტი

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული Cash Card-ით, ბიზნესბარათითა თუ 4B ბარათით

ციფრული პროდუქტები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ ჩვენს ცხოვრებაში. ამის წინაპირობას კი, რასაკვირველია, ტექნოლოგიური განვითარება იძლევა. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით ბევრი ტიპის დაწესებულება და, მათ შორის, ბანკები, აქტიურად ცდილობენ, თავიანთ მომხმარებლებს ციფრული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს კი, რასაკვირველია, ციფრული ბარათი წარმოადგენს.

დღევანდელ რეალობაში ციფრულ ბარათს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის, პირველ რიგში, საკმაოდ უსაფრთხოა და, ამასთანავე – ძალიან კომფორტულიც. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ბანკს საკუთარი მომხმარებლებისთვის ამგვარი პირობები შეექმნა, ცოტა ხნის წინ მან ბიზნესბარათების ციფრული ვერსიები შექმნა.

ახლა უკვე, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული Cash Card-ით, ბიზნესბარათითა თუ 4B ბარათით.

და მაინც, რა უპირატესობები გააჩნია ციფრულ ბარათს? მისი მეშვეობით:

  • შეგიძლიათ მომენტალურად გაიაქტიუროთ ის, ბიზნეს ინტერნეტბანკში, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე;
  • გაანაღდებთ თანხას;
  • გადაიხდით სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ;
  • გადარიცხავთ იქ, სადაც გინდათ;
  • შეასრულებთ კონვერტაციას უკეთესი კურსით და სხვა.

რაც ყველაზე მთავარია, ციფრული ბარათი უფრო დაცული იქნება, რადგან მას მხოლოდ თქვენი მობილურით გამოიყენებთ.

აქვე გეტყვთ იმასაც, რომ 6 თვის განმავლობაში ზემოხსნებული ბარათების შეკვეთა როგორც ინტერნეტბანკში, ისე სერვისცენტრებში, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ამასთან, ერთად შეკვეთის შემთხვევაში ბარათის ვადის ამოწურვამდე მისი მოხმარება უფასოა.

მეტი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს. 

ერთი წუთით! – ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ აუმჯობესებს შეხვედრების მსვლელობაში ჩარევა მის ინკლუზიურობას

უმსხვილესი ბრიტანული საბანკო ჯგუფი Lloyds Banking Group, უფრო ემპათიური და იაფი კომუნიკაციისთვის, საკუთარ სააგენტოს ქმნის