„საქართველოს ბანკმა“, მომხმარებლების კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, ინოვაციური პროდუქტი – ციფრული ბარათი შექმნა. ეს არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა, იმავე შესაძლებლობებით.
„მის მისაღებად არ არის საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან, რამდენიმე წამში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით – მობილბანკითაც არის შესაძლებელი.
ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გადაიხადოს ყველგან, გაანაღდოს თანხა „საქართველოს ბანკის“ ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით), განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ინტერნეტ მაღაზიებში, „ონლაინ“ „შოპინგისას“. ბარათის საშუალებით შესაძლებელია, გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით, მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს“.
ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს ლარის, დოლარისა და ევროს ანგარიში. მისი აღებისას, კი აქვს საშუალება, აირჩიოს როგორც VISA, ისე – MasterCard.
„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად მათ ციფრული ბარათი წარვუდგინეთ, რაც მისცემს შესაძლებლობას, გადახდეR] ბი კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ასეთ აქტიურ რეჟიმში ვთავაზობთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. „საქართველოს ბანკი“ 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
[R]












