in

ვინ იქნება BOG-ის გენერალური დირექტორი?

საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, არჩილ გაჩეჩილაძის კანდიდატურა განიხილება. BOG-ში ამ ინფორმაციას, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. რაც შეეხება ვადას, მათი თქმით, ახალ გენერალურ დირექტორს 2019 წლის პირველ კვარტალში დაასახელებენ.

BOG
BOG

არჩილ გაჩეჩილაძე, წლების განმავლობაში, BOG-ის შვილობილი საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggartის  ხელმძღვანელი, შემდეგ კი GWP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

დამტკიცების შემთხვევაში, არჩილ გაჩეჩილაძე კახა კიკნაველიძეს შეცვლის, რომლის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის დეკემბერში გავრცელდა.

Lürzer’s Grand Slam 2019-ზე გამარჯვებული ნამუშევრები ფულად ჯილდოს მიიღებენ!

7 რჩევა, როგორ აღვზარდოთ წარმატებული შვილები