9
Oct
2019

ყველაზე ცნობილი ქართველი ძაღლები პატრონებს ეძებენ!  

9 Oct 2019

(ქა)ქუცა, მილა, ყურშა, პოლკოვნიკი ცუგერია, კიტა, ფიფქია, უსახელო, რეი,(ღა)მურა, საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის გმირები არიან. და ახლა როცა ისინი მთელმა ქვეყანამ გაიცნო, იქნებ, სახლიც გამოუჩნდეთ – „საქართველოს ბანკი“, მიუსაფარი ძაღლებისთვის პატრონებს ეძებს, ნებისმიერს ვინც „არ გაჩერდება“ და მათზე იზრუნებს. მსურველებმა ძალიან მარტივი „ზრუნვის ფორმა“ უნდა შეავსონ.

„ზრუნვა მოვლა-პატრონობას, ამაგის გაწევას ნიშნავს. ეს ზმნა ყველაზე კარგად გამოხატავს ცხოველების სიყვარულს, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მის საჩვენებლად ძაღლები ჩვენს ვიდეოშიც. ვფიქრობთ, რომ შენს საუკეთესო მეგობარს ამ ალბომში ნამდვილად იპოვი. არ გაჩერდე, აირჩიე ოთხფეხა თანამგზავრი და გახდი მისი პატრონი, იზრუნე,არ გაჩერდე!


განხილვა