in

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-11, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. „ექსპოჯორჯიასთან“ პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ „ონლაინ“ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე დაყრდნობით მოესმინათ რჩევები YouTube-ერობის მიმართულებით. ასევე, content management-ისა და copywriting-ის შესწავლის გზებზე.

პანელური დისკუსიების ფარგლებში, დამსწრეებმა იმ შესაძლებლობებზეც შეიტყვეს, რასაც „საქართველოს ბანკი“ სტუდენტების დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ მეშვეობით ქმნის.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებმა, მონაწილეებს, Fulbright-ისა და Chevening-ის პროგრამების ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს, საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სტიპენდიატებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„განათლების საერთაშორისო გამოფენა არაჩვეულებრივი გზაა სტუდენტებისთვის, გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივებზე და აღმოაჩინონ ახალი სფეროები, მიიღონ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ და განათლების საერთაშორისო გამოფენის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს მათი კარიერული განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით განათლების ხელშეწყობას, იქნება ეს სასტიპენდიო და სტუდენტური დასაქმების პროგრამები თუ სხვა ინიციატივები. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, რათა შეძლონ განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, – განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

Amazon-ის მოწყობილობები მალე თქვენს ინტერნეტს ავტომატურად გააუზიარებს მეზობლებს

საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები, ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გაერთიანდნენ