in

Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – Anwlishop-ის ისტორია

როგორც უკვე იცით, ქართველ მცირე მეწარმეებს 2024 წლის მიწურულს  რთული დღეები დაუდგათ, რა დროსაც მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით, ძალიან მნიშვნელოვანია. ელკომერციის პლატფორმა Extra.ge და საქართველოს ბანკი ამ მიზეზმა გააერთიანა, რათა კრიტიკულ მომენტში ხელი შეუწყონ მცირე ბიზნესს და მხარდაჭერა გამოუცხადონ. 

19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ექსტრა მათ განსაკუთრებული პირობებით დაუთმობს პლატფორმას, სადაც ისინი პროდუქტებს საკომისიოს გარეშე განათავსებენ და ისარგებლებენ უფასო საკურიერო სერვისით. გარდა ამისა, ვებსაიტზე გაჩნდა „მხარდაჭერის” კატეგორია, რომლიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მცირე მეწარმეებს.

რა პირობებს გთავაზობთ მხარდაჭერის კამპანია?

  • მცირე მეწარმეებისთვის სრულად უქმდება პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
  • extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
  • მომხმარებლების წახალისების მიზნით, ისინი, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, დამატებით15%-იანი (მაქს.150ლ) ფასდაკლების კოდით SAVE15 ისარგებლებენ;
  • საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10 ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა).

ერთ-ერთი მცირე ბიზნესი, რომელიც ამ შეთავაზებით სარგებლობს, გახდა ანწლიშოფი (Anwlishop), რომელიც ქართულ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და აწარმოებს ილუსტრირებულ საკანცელარიო ნივთებს: კალენდრებს, სტიკერებს, პრინტებს და სხვა. 

როგორც ყველა მეწარმისთვის, ანწლიშოპისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო წინასაახალწლო და უშუალოდ ახალი წლის პერიოდი, რადგან ამ დროს იმატებს მოთხოვნა ორიგინალურ საჩუქრებზე, კორპორაციულ შეკვეთებზე, მეწარმეები მონაწილეობენ საშობაო ბაზრობებში და სხვა. დღესდღეობით კი, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი თითქმის გაჩერებულია. 

ანანო ნეფარიძე, ანწლიშოპის დამფუძნებელი, ილუსტრატორი:

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სულ მინდოდა ოთახში ისეთი კალენდარი, რომელიც ყველა თვეს ახლებურად დამანახებდა, გადავსებული იქნებოდა გეგმებით და დღეებს გამილამაზებდა. გადავწყვიტე, ჩემით მომეყვანა ეს იდეა სისრულეში. შოპის შექმნის იდეაც აქედან დაიბადა და მალევე იქცა რეალობად. ჩემი ილუსტრაციები და პერსონაჟები, რომლებიც ჩემთვის უკვე ნაცნობები და საყვარლები გახდნენ, გარესამყაროსთვისაც ხელშესახები გავხადე და აქტიურად ვსაქმიანობ ამ სფეროში უკვე სამი წელია.

ყველა მეწარმესთვის, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესებისთვის, ახალი წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. შესაბამისად, ამჟამად ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ რთული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ამ მდგომარეობას ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე ვერ გადავლახავთ.

M: რა გეხმარებათ ამ გამოწვევების დაძლევაში?

მართალია, შექმნილი ვითარება ხალისს გვიკარგავს, მაგრამ, როცა ხედავ ხალხის დახმარებას, უამრავი კომპანიის ინიციატივასა და გულწრფელ თანადგომას, ეს ენერგია ხელახლა გიბრუნდება. ხვდები, რომ ადამიანების ერთობით ყველაფერი შესაძლებელია.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ქართული ბიზნესების თანადგომა და ინიციატივები ქართველი მცირე მეწარმეების განვითარებაში. შესაძლოა, მრავალმა ბიზნესმა სწორედ მსგავსი ინიციატივების გამო შეძლოს საქმიანობის გაგრძელება. 

მე პირადად ძალიან მეხმარება საქართველოს ბანკისა და Extra.ge-ს ინიციატივა მუშაობაში, პოპულარიზაციის გაზრდასა და საერთო იდეების გარშემო შეკრებილი ხალხის აღმოჩენაში.

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ექსტრაზე, თუ მცირე მეწარმე ხართ

რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ, შეავსოთ ეს ფორმა და ექსტრას გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალებისთვის. 

სად შეიძლება ნახოთ მეწარმეების სრული სია

მცირე მეწარმეების სია ხელმისაწვდომია ექსტრაზე.

კიდევ ერთი ინოვაციური პროგრამა 4Hospitals-თან ერთად უშვილობის პრევენციისთვის

Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – Film Shop Tbilisi-ს ისტორია