იმ დროს, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მცირე მეწარმეებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობასაც დაეტყო, გვერდში დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გაუქმებული შეკვეთებისა და საშობაო ბაზრობების ფონზე მცირე მეწარმეები ფინანსური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომ მათ მხარდასაჭერად ორი ბიზნესი – Extra.ge და საქართველოს ბანკი გაერთიანდა.
19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ექსტრა მათ განსაკუთრებული პირობებით დაუთმობს პლატფორმას, სადაც პროდუქტებს საკომისიოს გარეშე განათავსებენ და ისარგებლებენ უფასო საკურიერო სერვისით. გარდა ამისა, ვებსაიტზე გაჩნდა „მხარდაჭერის” კატეგორია, რომლიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მცირე მეწარმეებს.
რა პირობებს გთავაზობთ მხარდაჭერის კამპანია?
- მცირე მეწარმეებისთვის სრულად უქმდება პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
- extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
- მომხმარებლების წახალისების მიზნით, ისინი, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, დამატებით15%-იანი (მაქს.150ლ) ფასდაკლების კოდით SAVE15 ისარგებლებენ;
- საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10 ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა).
ამ მცირე მეწარმეებს შორისაა Film Shop Tbilisi, რომლის იდეაც 2018 წელს გაჩნდა, როდესაც გიორგი ნიკოლაიშვილი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, სახლში მამას ფოტოაპარატი „ზენიტი” იპოვა და ძალიან დაინტერესდა ფოტოხელოვნებით. შემდგომ მან უკვე თავისი სტარტაპი დააარსა, თბილისში უცხო კამერების შემოტანა დაიწყო და გააერთიანა ფირის ფოტოგრაფიის მოყვარულები.
დღესდღეობით Film Shop Tbilisi ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ბევრი სხვა მცირე მეწარმე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი არ ამბობენ უარს ექსტრას და საქართველო ბანკის შეთავაზებაზე.
ახალ დაბრკოლებას ახალი წამოწყებით შევებრძოლეთ: „სიმართლე გამჟღავნებული ჯობს” – არის კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს დღევანდელი მოვლენების ფირზე აღბეჭდვას და სიმართლის გამჟღავნებას, ვინაიდან გავიაზრეთ, რომ ხელში გვაქვს ძალა – დავაფიქსიროთ ისტორიის სწორი მხარე, გადავიღოთ სიმართლე, რომელსაც შემდეგ მომავალ თაობებს დავუტოვებთ.
სწორედ ამ მოტივაციის გასაზრდელად საჩუქრად დავურიგეთ ფირები მათ, ვინც საუკეთესოდ შეძლო დღევანდელი მოვლენების აღბეჭვდა და გაგვიზიარა #სიმართლეგამჟღავნებული ფოტოები.
მინდა, აღვნიშნო, რომ მთელი ეს პერიოდი ხალხისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს. ზოგადად საახალწლო მზადება თვეებით ადრე იწყება და დიდ შრომით რესურსს მოითხოვს. თუმცა დღეს, როცა მთელი ყურადღება და ენერგია გადატანილია ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე, წარმოუდგენლად გართულდა მცირე ბიზნესებისთვის კოორდინირება.
extra.ge-ს და საქართველოს ბანკის ინიციატივა აჩენს ახალ იმედს და აძლიერებს მცირე მეწარმეების რწმენას, რომ ყველა კრიზისთან შესაძლებელია გამკლავება და პოზიტიური მიზნების დასახვა, მაშინაც კი, როცა ქვეყანაში ასეთი რთუული პერიოდია”.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ექსტრაზე, თუ მცირე მეწარმე ხართ
რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ, შეავსოთ ეს ფორმა და ექსტრას გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალებისთვის.
სად შეიძლება ნახოთ მეწარმეების სრული სია
მცირე მეწარმეების სია ხელმისაწვდომია ექსტრაზე.