in

საფეხბურთო ამბები | U21-ის გადამწყვეტი ბრძოლა ევროპის ჩემპიონატისთვის

მარტში საქართველოს U21 ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 5 შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მეტოქეებად საბერძნეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია და მალტა ჰყავს. ამ დროისთვის ჯგუფში ასეთი ვითარებაა:

  1. საბერძნეთი: 15 ქულა (უდანაკარგოდ);
  2. გერმანია: 12 ქულა;
  3. ჩრდ. ირლანდია: 7 ქულა;
  4. საქართველო: 5 ქულა
  5. ლატვია: 4 ქულა;
  6. მალტა: 0 ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე ვართ, წინ კიდევ 5 მატჩია და სიტუაციის გამოსწორების შანსი კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ 14 გუნდი გადის – 9 პირველადგილოსანი, 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი, 4 კი – პლეი-ოფიდან. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა საჭირო, ან უნდა გავხდეთ საუკეთესო მეორეადგილოსანი. დანარჩენი მეორეადგილოსნები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, სადაც დარჩენილი 4 საგზურის ბედი გადაწყდება.

განრიგი ასეთია:

  • 27 მარტი, 20:00 | საქართველო U21 v ლატვია U21;
  • 31 მარტი, 19:00 | საქართველო U21 v მალტა U21;
  • 26 სექტემბერი | საქართველო U21 v საბერძნეთი U21;
  • 1 ოქტომბერი | ჩრდ. ირლანდია U21 v საქართველო U21;
  • 6 ოქტომბერი | გერმანია U21 v საქართველო

ერთად ვუგულშემატკივროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია. 

[პარტნიორის კონტენტი]

Meta მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აპლიკაციაში გაყიდვების ახალ ინსტრუმენტებს ამატებს

ანა ქარჩავა Night Talk-ზე სტეპში