in

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Fuckup Nights ბრუნდება!

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 19 ნოემბერს, Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 4 – “გზა სულ არის“ გაიმართება. Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებას უკვე ოცდამეექვსედ მასპინძლობენ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, Fuckup Nights კვლავ „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდება.

BOG
BOG

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მარცხის ისტორიებს გაუზიარებენ. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან:

  • მაშო მარგიშვილი, დიზაინერი // Masholand-ის აღმომჩენი
  • ზვიად სიჭინავა, Stack-ის ტექნიკური დირექტორი (CTO)
  • ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი
  • დიმუ მენაბდე, street-food ანტრეპრენერი

მომხსენებლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ სპეციალურ ბმულზე.

Fuckup Nights საქართველო vol. 4 – „გზა სულ არის“ ღონისძებაზე  დასწრება უფასოა, თუმცა, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ვირტუალური ადგილის დაჯავშნა  Linkedin-ის ან Facebook-ის „ივენთზე“.

ღონისძიების მოდერატორია ინოვაციების კონსულტანტი და ტექ ენთუზიასტი ნინუცა ნანიტაშვილი.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიან, საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს, ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის მიერ. მისი მთავარი პარტნიორი კი საქართველოს ბანკია. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან Grant Thortnton Georgia, Kedari Ventures ● კედარი ვენჩერს, Wolt და ლუდი ქარვა ● Karva.

 

[R]

„დილის 5 საათია, პარიზი იღვიძებს“ – Longchamp-ის ახალი კამპანია

Tom and Jerry ბრუნდება – ფილმის ტრეილერი