26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა სათავო ოფისის შენობაზე საქართველოს დროშის გამოფენა.
დროშა დამოუკიდებლობის სიმბოლოა. გამოფენილი დროშა კი შეხსენება, რომ თავისუფლებამდე მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ გრძელი გზის გავლა, არამედ არგაჩერებაა აუცილებელი.
წელს საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე დროშების გამოფენას კვლავ მოუთმენლად ველით, ეს არის ერთგვარი შეხსენება და მოწოდება ადამიანებისთვის, შეუერთდნენ ამ ისტორიული დღის აღნიშვნას, მათაც გამოფინონ დროშები და კიდევ ერთხელ ერთად გავიხსენოთ ყველა ის ემოცია, რომელიც 26 მაისის დადგომას ახლავს თან.
[პარტნიორის კონტენტი]