in

საქართველოს ბანკი განათლებისთვის: იდეათეკები 8 რეგიონის 11,000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს

მეექვსე წელია, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად იდეათეკების პროექტს ახორციელებს. 

საქართველოს ბანკის იდეათეკა 8 რეგიონის, 21 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლებისთვის საჭირო რესურსებზე. საქართველოს ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე კიდევ უფრო მეტ სკოლაში გახსნას და მისცეს შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრებ რაც შეიძლება ბევრ, ინტერესიან და ნიჭიერ  ახალგაზრდას, აღმოაჩენინოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.

და მაინც, რა არის საქართველოს ბანკის იდეათეკა?

იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე სკოლებში, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ამასთან, იდეათეკების სივრცეში მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი – ბიოლოგიის მაკეტები, მიკროსკოპი, ინჟინერიის საწყისი ხელსაწყოები და სხვა.

როგორც საქართველოს ბანკის გუნდში ამბობენ, იდეათეკების პროექტის მთავარი მიზანი, ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ, თითოეული მოსწავლისთვის შევქმნათ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები – შესაბამისად, იდეათეკა სწორედ ის სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს, მეგობრებთან ერთად, შეუძლიათ იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე – გააკეთონ პრეზენტაციები, გაეცნონ STEM მეცნიერების საფუძვლებს – იქნება ეს ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა თუ ინჟინერია, იკითხონ მათთვის საინტერესო წიგნები და ეძიონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. იდეათეკის მთავარი იდეაც ხომ შემეცნების ხელშეწყობაა“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

6 წელი, 8 რეგიონი, 21 სკოლა

2019 წლიდან საქართველოს ბანკმა საქართველოს 8 რეგიონის 21 სკოლაში იდეათეკების მულტიფუნქციური სივრცე გახსნა. ამჟამად საქართველოს ბანკის იდეათეკები ფუნქციონირებს:  ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის, ბოლნისის და ახალციხის სკოლებში.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს მიიღონ ხარისხიანი ცოდნა. იდეათეკების პროექტი უკვე მეექვსე წელია ხორციელდება, ინიციატივის ფარგლებში კი უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. პროექტისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტ რეგიონში გავხადოთ იდეათეკა ხელმისაწვდომი“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

[R]

#AItool – როგორ დავაგენერიროთ ვიზუალები სწრაფად, Prodia-ს დახმარებით

Coca-Cola საკუთარ ლოგოს კამპანიისთვის „ანადგურებს“