29
May
2019

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო 

29 May 2019

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის „Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის“ ჯილდო მიიღო. როგორც თავად ამბობენ, საერთაშორისო გამოცემამ, BOG საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ  დაასახელა.

მათი თქმით, საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გააანალიზა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა, რომლებიც  ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

„ეს ჯილდოები იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გადაეცემათ, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა ჯოზეფ გირაპუტომ.

კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს“.

 

განხილვა