in

„საქართველოს ბანკი“, Global Finance-მა, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა, „საქართველოს ბანკი“, ქვეყანაში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

“Best SME Bank Awards 2022“ ჯილდოს ფარგლებში, საერთაშორისო გამოცემამ, ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორებიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა.

გამარჯვებულად ის ბანკები დაასახელეს, რომლებმაც საუკეთესოდ შეძლეს მათ ბაზრებზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილება.

გამარჯვებულები მსოფლიოს 66 ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რეგიონებიდან გამოავლინეს.

„პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე იქონია. არადა, სწორედ ეს ბიზნესები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მათი მიღწევების აღიარებისთვის, Global Finance-მა SME Bank Awards Program შექმნა. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის მორიგი აღიარება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო მოიპოვა. წლებია, ამ სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ვნერგავთ და ვავითარებთ. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, პანდემიის ფონზე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მცირე თუ საშუალო ბიზნესების გაჯანსაღება-განვითარების ხელშეწყობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რომ შევძლოთ საჭირო დროს, ყველაზე საჭირო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა „საქართველოს ბანკის“, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორისა და კიდევ ერთი სტიმული, რომ არ გავჩერდეთ “, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

 

[R]

„ბილაინის“ მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

ნახეთ: A’Design Awards 2021 წლის გამარჯვებული სანათები