მარკეტერის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტს ლევან გომშიაშვილი ჩაიბარებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საქართველოს ბანკის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის სტრატეგიის ნაწილია, რომელმაც ეს პოზიცია იანვარში დაიკავა და მალევე, გუნდის განახლებაზე დაიწყო მუშაობა.
მარკეტერი ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს ბანკის წარმომადგენლებსა და ლევან გომშიაშვილთან ცდილობს.
UPDATE: საქართველოს ბანკში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაგვიდასტურეს.
რა ვიცით ლევან გომშიაშვილის შესახებ?
განათლება University of Edinburgh-ში აქვს მიღებული, მენეჯმენტის განხრით. 2013 წელს, მარკეტერის კონტრიბუტორი იყო. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის მარკეტინგის სამსახურში; სარეკლამო ინდუსტრიაში მისი კარიერა JWT Metro-ში იწყება; მენეჯმენტ კონსულტანტის პოზიციას იკავებდა Atroot Management Consulting-ში. 2014 წელს, მეგობრებთან ერთად სარეკლამო სააგენტო HOLMES&WATSON დააფუძნა, რომელსაც არაერთი წარმატებული კამპანია ეკუთვნის. ლევანის ბოლო მასშტაბური წამოწყება თბილისის კომუნიკაციების სკოლაა.











