15
Aug
2019

ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ბანკის ადამიანურ კაპიტალსა და მომხმარებლების კმაყოფილებას?

15 Aug 2019

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტს ნუცა გოგილაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე, მას საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტი ებარა. ნუცა გოგილაშვილი საქართველოს ბანკის გუნდს 2016 წლიდან შეუერთდა. თავდაპირველად, კორპორატიულ საბანკო ბიზნეს მიმართულებასა და CIB სტრატეგიულ პროცესებს ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი, მომხმარებლების კმაყოფილების მართვის სამსახურის უფროსი იყო. საქართველოს ბანკამდე ნუცა გოგილაშვილი თიბისი ბანკში მუშაობდა, სადაც სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას უძღვებოდა. კარიერის დასაწყისში, სამი წლის განმავლობაში, JPMorgan-ის ფინანსური ანალიტიკოსი გახლდათ.

რაც შეეხება განათლებას, არის საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების ბაკალავრი – ხარისხი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (MGIMO University) მოიპოვა. მაგისტრის ხარისხი, ფინანსების მიმართულებით, Cass-ის ბიზნეს სკოლაში მიიღო. შემდეგ კი, ბრიტანეთში CIMA სწავლობდა, სადაც ACMA, GCMA მოიპოვა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა