in

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150-ლარიანი ქეშბექი

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს ნაწილ-ნაწილ გადახდისას ახალი შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზიკურ მაღაზიაში ნაწილ-ნაწილ გადახდით მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენს განახორციელებენ, 150-ლარიან ქეშბექს მიიღებენ.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარე iPlus-ის ფილიალებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

ნაწილნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი ეტაპი Wolt Market-ში: რებრენდინგი და ყოველკვირეული აქციები მთელი მარტის განმავლობაში

Honor-ის ახალი რობოტ-ტელეფონი, რომელიც ცეკვავს და გელაპარაკება