in

როგორ ქმნის საქართველოს ბანკის გუნდი ხარისხის კულტურას პროგრამულ ინჟინერიაში

ყოველი ტექნოლოგიური კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც შესაბამისობაში მოდის მომხმარებლის მუდმივად მზარდ საჭიროებებთან და მოთხოვნილებებთან. აღნიშნული გადაწყვეტების მიღმა კი ადამიანები დგანან, რომლებიც ქმნიან გამორჩეულ გამოცდილებას. 

საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის სამსახური სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება. მათი მიზანია, ბანკის ყველა ციფრული პროდუქტი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ თანამედროვე და მაღალი ხარისხის იყოს. ამისათვის, იკვლევენ საერთაშორისო პრაქტიკებს, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს, ქმნიან უნიკალურ ავტომატიზაციის ჩარჩოებს და ერთიანად ავითარებენ Software Engineering-ის კულტურას, სადაც ხარისხი ბუნებრივი სტანდარტია და არა დამატებითი მოთხოვნა.

უფრო დეტალურად გუნდის საქმიანობის შესახებ, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი, თამთა ოდიშარია გვესაუბრება. 

რას გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის სამსახური და რა არის თქვენი გუნდის მთავარი პასუხისმგებლობა? 

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის სამსახურის საქმიანობაა, რომ შექმნილი პროგრამული პროდუქტი აკმაყოფილებდეს წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს, გუნდის პასუხისმგებლობაა, შეიმუშაოს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფისთვის ხარისხის სტანდარტები, ჩამოაყალიბოს და დანერგოს ავტომატიზებული პროცესები, რათა ყოველდღიურად გაუმჯობესებული პროდუქტი შევთავაზოთ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს. ეს კი ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.

როგორ ახდენთ პროგრამული უზრუნველყოფის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას? რა ინსტრუმენტებს იყენებთ?

ხარისხი არ მიიღწევა მხოლოდ ერთი ქმედებით, იგი კულტურის ნაწილია, საქართველოს ბანკის პროდუქტები მუდმივად აწესებს მისთვის ჩვეულ მაღალ ნიშნულს როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტით, ასევე მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის მიწოდებით.  მუდმივად ვმუშაობთ, რათა გადავიაზროთ არსებული პრაქტიკები, მოვარგოთ ის  უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მოვახდინოთ მათი მასშტაბირება და რაც მთავარია,  შევინარჩუნოთ მიღწეული ხარისხი. 

ჩვენ სრულად გადავიაზრეთ SDLC-ის პროცესი და დავნერგეთ Shift Left პრინციპი, რაც  Software Engineering-ში საწყის ეტაპზევე ხარისხზე ზრუნვას მოიაზრებს. აღნიშნული მიდგომა კი გვეხმარება, ნაკლები დანახარჯით, ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ხარვეზები და მეტად ეფექტიანად ვმართოთ საბოლოო პროდუქტის ხარისხი.  

ამასთან, შევისწავლეთ ტექნოლოგიური გიგანტების Software Engineering –ის  პროცესები და მოვარგეთ ჩვენს ყოველდღიურ Product Development-ის ციკლს. დღეს Software Engineering-ის პროცესში, ყველა იმ ტექნოლოგიაზე, რომელთა დახმარებითაც ვავითარებთ საქართველოს ბანკის პროდუქტებს, ვიყენებთ Unit, Integration, Application Testing-ის მიდგომას, რაც გვეხმარება, საწყის ეტაპზევე უზრუნველვყოთ  პროგრამული კოდის ხარისხიანად ფუნქციონირება,  აღნიშნული მიდგომები ავტომატიზირებული პროცესის  ფუნდამენტური კომპონენტებია, მას თან სდევს მანუალური ტესტირების პროცესების სრულად ჩანაცვლება  და ავტომატური კოდის საფუძველზე E2E პროცესების ტესტირება.  

ასევე, აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს და  DevOps პრაქტიკებს რაც უზრუნველჰყოფს პროდუქტების უწყვეტ ინტეგრაციასა და მიწოდების ავტომატიზაციას. 

ჩვენ ვახდენთ არსებული პროდუქტების ხელმისაწვდომობის მონიტორინგს რეალურ დროში სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც  გვაძლევს საშუალებას, სისტემის პულსზე  მუდმივად  გვეჭიროს ხელი. 

შესაბამისად, ტექნოლოგიური ინსტრუმენტები მხოლოდ ისტორიის ნაწილია, რეალურ შედეგს კი ის გუნდი  და ადამიანები ქმნიან, რომელთა ინსტრუმენტებიც  ცნობისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობაა, რაც კომბინაციაში ქმნის პროდუქტებს, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

პროცესები ძირითადად მანუალურად წარიმართება თუ მათი ავტომატიზაცია ხდება?

დღეს, მიდგომა ჰიბრიდულია, გუნდების ნაწილი სრულად გადასულია ახალ ავტომატიზირებულ პროცესებზე, ავტომატიზირდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგრესიული ფუნქციონალი.

AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოების მასშტაბურ გავრცელებასთან ერთად, იყენებთ თუ არა მათ თქვენს საქმიანობაში?

დიახ, რა თქმა უნდა AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყობის გამოყენება დღეს უკვე ყოველდღიურობის ნაწილია და ტესტირების ავტომატიზაციაც არ არის გამონაკლისი. ვმუშაობთ უამრავ პროცესზე, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენი ავტომატიზირებული კოდის ეფექტიანობას და რუტინულ ნაწილს შეამცირებს. 

რა მთავარი გამოწვევებია თქვენს საქმიანობაში და როგორ ახდენთ მათთან გამკლავებას?

ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ეფექტიანად მოვახდინოთ ცვლილებების შესაბამისად ადაპტაცია. ტექნოლოგიები ყოველდღიურად იცვლება და კრიტიკულია გვქონდეს Up to Date ინფორმაცია როგორც ფუნქციონალური განახლებების, ასევე ტექნიკური გადაწყვეტების შესახებ. 

სხვადასხვა პრაქტიკის მოძიებისას, ხშირად კომპანიებს აქვთ ცდუნება, დააკოპირონ სხვების გამოცდილებები, რაც მიგვაჩნია, რომ იმპლემენტაციისას ყველაზე დიდი შეცდომაა. მნიშვნელოვანია შეაფასო, გადაიაზრო და სიახლეები მოარგო საჭიროებებს, რომელიც ყველა ეკოსისტემისთვის  უნიკალური და ინდივიდუალურია.  

როგორ ხდება ინოვაციების დანერგვა თქვენს გუნდში? 

ინოვაციების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია ცხადი  სტრატეგია და მიზნები, დანერგვამდე ვიძიებთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ვცდით მათ რეალურ ან სიმულაციურ გარემოში და ვითვალისწინებთ არსებულ ინფრასტრუქტურულ და პროდუქტულ საჭიროებებს.  

დღეს ტესტირების ავტომატიზაციის გუნდი ქმნის უნიკალურ –  საქართველოს ბანკის საჭიროებებზე მორგებულ Framework-ს.  Framework-ის შექმნისას  სამი ძირითადი მიზანი ამოძრავებდა ჩვენს გუნდს: ყოფილიყო  სტანდატრიზებული მიდგომა ნებისმიერი ტიპის Web Platform-ებთან სამუშაოდ, ყოფილიყო ცვლილებების მიმართ მოქნილი და გამოგვეყენებინა კომპოზიტიური Component Based მიდგომა, თავად ბოლო ნაწილის ინსპირაცია კი საქართველოს ბანკში უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული დიზაინ სისტემის არსებობა გახდა. მსგავსი პროდუქტის შექმნისას მნიშვნელოვანია სისტემების კრებული უმცირეს კომპონენტებად დაყო. –  მსგავსად პაზლისა, Software Enginering-შიც სისტემა სწორედ  უმცირესი  ნაწილებისგან ეწყობა და ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტში ეს ნაწილები ის კომპონენტებია, რომელსაც ავტომატიზაციის კოდი ემუშავება. Framework-ის შექმნამ გაცილებით გაამარტივა გუნდებისთვის ტესტირების ავტომატიზაციის პროცესის დანერგვის შეთავაზება, შემცირდა Coding -ის დრო და ასევე გუნდები იმ სტანდარტების დაცვით ქმნიან ავტომატიზირებულ ტესტებს რაც მასშტაბირების გამოწვევებს  მარტივად უმკლავდება.  

რა მეტრიკებს იყენებთ თქვენი გუნდის წარმატების გასაზომად?

ხარისხის წარმატების საზომებს რამდენიმე ნაწილად ვყოფთ, აქცენტირებულები ვართ  Unit და Automation Coverage-ის რა ნიშულს მივაღწიეთ და ასევე გაუმჯობესდა თუ არა ჩვენი პროდუქტის ხარისხი და სერვისის ხელმისაწვდომობა. 

თქვენი გადმოსახედიდან, რა არის თქვენი გუნდის მთავარი ღირებულება? მათი მოტივაციის მთავარი წყარო?

ჩვენ არასდროს ვჩერდებით! გუნდი რომელიც ამ პროცესის მთავარი შემოქმედია ატარებს რამდენიმე მთავარ ღირებულებას, თუმცა გამოვყოფდი: ცნობისმოყვარეობას და რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია. 

ვცდით და ვქმნით ინსტურმენტებს, რომლებიც…   

როგორც ფრაგმენტულად და ასევე ერთობლიობაში ემსახურება ხარისხიან პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი მოტივაციაა, შევქმნათ Software Engineering-ის კულტურა, სადაც ხარისხი ბუნებრივი რეფლექსია და არა ძალდატანებული ქმედება. 

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ…

ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება, მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც ინსტრუმენტული თვალსაზრისით, ასევე პროცესუალურად.  

ვგეგმავთ ახალი პროცესების მასშტაბირებას, რიგ შემთხვევაში Lessons Learned-ების საფუძველზე ახლად დადიზაინებულ პროცესების იმპლემენტაციას, რომლებიც აქცენტირებული იქნება Cutting Edge ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ავტომატიზაციის უახლეს ტრენდებზე. ასევე Cloud ტექნოლოგიების ათვისებით მოვახდინოთ ეფექტიანი მასშტაბირება. 

[პარტნიორის კონტენტი]

რისთვის გვამზადებდა ბუდუ ზივზივაძე? – აღნიშნე PLUS-ის დაბადების დღე!

განათლების გზაზე არ გაჩერდე – გახდი საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი