in

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადის პირველ, ონლაინტურში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე 63 სკოლის გუნდებმა მიიღეს.

თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი – ფიზიკის ტექსტი.

პირველი ტურის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. აქ მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე.

ამასთან, ფინალურ ეტაპამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40-საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.

ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.

საქართველოს ბანკისდა კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევ, ონლაინურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს და 2 მარტს დასრულდება. 

STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Booking.com – პატარა ჰოლანდიური სტარტაპიდან გლობალურ გიგანტამდე

„არქის” საჩუქარი ემიგრაციაში მცხოვრებ პატარა არქელებს