in

ბავშვების ერთგული მეგობარი კუპატა – როგორ შექმნა GARNAMATAC-მა საქართველოს ბანკის ანიმაციური რგოლი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, ყველასათვის საყვარელი, ბათუმელი ძაღლი კუპატას ისტორია კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ბავშვებისთვის მის შესახებ ანიმაციური რგოლი შეექმნა. ვიდეოს შექმნაზე GARNAMATAC-ის გუნდმა იმუშავა.

BOG
BOG

კუპატა მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო – ის ბავშვებს ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლაში ეხმარებოდა, უყურადღებო მძღოლებს კი უყეფდა და მათ მობილიზაციისკენ მოუწოდებდა.

ასე იქცა კუპატა გმირად.

„კუპატა – ბათუმის მკვიდრი ძაღლი იყო, ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს მთავარი მოქმედი გმირი, რომლის გახსენებაც დღესაც ყველას სითბოთი გვავსებს. ის,  როგორც ბავშვების მეგობარი კეთილი ძაღლი დიდხანს დარჩება ჩვენს მახსოვრობას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ბავშვებისთვის საყვარელ ცელქ გმირზე პატარა ვიდეო გაგვეკეთებინა და ამ გზით გაგვეცოცხლებინა სასიამოვნო მოგონებები კუპატას შესახებ“, – ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

მუშაობის პროცესზე უფრო დეტალურად ოთო შამუგია, GARNAMATAC-ის მმართველი პარტნიორი გვესაუბრება.

როგორი იყო ანიმაციაზე მუშაობის პროცესი და რა გამოარჩევს მას სხვა ანიმაციებისგან?

ეს ცალკეული სცენის ზომაა, რასთან გამკლავებაც ტექნიკური თვალსაზრისით მარტივი ნამდვილად არიყო. გარემოში ზედაპირების დეტალიზაციის დონეჩვენი წინა ნამუშევრებან შედარებით უფრომაღალია. პროექტის დამტკიცებული მოთხოვნებიდან გამომდინარე შეზღუდულები ვიყავით შენობების მოდულებში, გამოწვევა იყო მათი შერევით სცენებში არქიტექტურული მრავალფეროვნების მიღება.

პერსონაჟებზეც მოულოდნელად მეტი სამუშაო აღმოჩნდა, რადგან პროექტის თავდაპირველი მოცემულობით ნაკლები მეორეხარისხოვანი პერსონაჟი უნდა გვყოლოდა. წარმოების პროცესში კი ვიგრძენით რომ დამატება იყო აუცილებელი, რაც პროექტის მართვის თვალსაზრისით ნამდვილად არ არის მოვლენების განვითარების იდეალური სცენარი, ამიტომ მოგვიწია გარკვეულ ასპექტებში დათმობებზე წასვლა. ამასთან ერთად, ჩვენ ბეწვიანი პერსონაჟი გვყავს, ბეწვი კი ჩვენ სფეროში გამორჩეულად შრომატევადი სამუშაოა.

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კომპლექსური ანიმაციის შექმნა ინდუსტრიისთვის?

აუცილებელია. მსგავსი პროექტები თუ არ შესრულდება საქართველოში, ანიმაციის სფეროს განვითარება ძალიან გაუჭირდება. დასანანია, რომ ქვეყანაში შეუსრულებელ მისიად ითვლება სრულმეტრაჟიანი, მაღალი ხარისხის ანიმაციური ფილმის წარმოება, რომელიც გლობალურ ბაზარზე იქნება გათვლილი. არ არსებობს შესაბამისი ფინანსური მექანიზმები რომ ასეთ ამბიციებს მხარი დაუჭიროს. ის რომ საქართველოს ბანკმა ასეთი აქტივობაგაბედადა პროექტში ფინანსური რესურსი ჩადო, ინდუსტრიისთვის ნამდვილად იმედის მომცემია.

რატომ იყო თქვენთვის ეს პროექტი ფასეული?

მაყურებლისთვის შეიძლება გარკვეული ნიუანსები არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ ჩვენ ზუსტად გვესმის სად რისი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ, ეს კი ჩვენთვის ყველაზე ფასეული შედეგია. ჩვენი სტუდია ყოველთვისუკეთ შეგვეძლო“-თი ვითარდებოდა და გვიხარია, რომ კუპატამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროგრესში.

თქვენ მიერ შექმნილი ანიმაციებიდან რომელს გამოარჩევდით? 

ყველა ნაწარმს თავისი უნიკალური ადგილი უკავია ჩვენს გულებში. არ არსებობს პროექტი, რომელმაც არაფერი გვასწავლა. მაგრამ შეგვიძლია (სუბიექტურად) გამოვარჩიოთ ჩვენი პირველი არაკომერციული ნამუშევარი ზღარბი, რომელიც 10 წამიანია და ამის მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე გაგვიყვანა; SpongeBobის ერთერთი ეპიზოდის ჩვენეული ინტერპრეტაცია ცნობილი Reimagined სერიებიდან, რომელმაც საფესტივალო გზაზე 16 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა; დადიზაინის და ანიმაციის სკოლის (DAS) ანიმაცია, რომელიც სტუდია ანიმატორთან ერთად გავაკეთეთ და 3D და 2D ჟანრების ქორწინების გამორჩეული მაგალითია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც, ალბათ, ყველა ანიმაციურ სტუდიას, ჩვენც ჩვენივე პროექტებზე გვინდა მეტად ფოკუსირება. კომერციულ შეკვეთებზეც არ ვამბობთ უარს, როდესაც რაღაც საინტერესო, რთულ ან განსხვავებულზე გვეძლევა მუშაობის საშუალება, მაგრამ თანდათან გვსურს გადავერთოთ იმაზე, რაც მხოლოდ ჩვენია და მეტად და გვაახლოებს თანამედროვე მაყურებელთან. ექსკლუზიური კონტენტის წარმოებას მეტნაკლებად ვამთხვევთ 2027 წლისკენ ჩვენი გაფართოების გეგმას დასავლეთისკენ, სად და როგორ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

[პარტნიორის კონტენტი]

დაუჯერეთ ბავშვებს

მრავალჯერადი ჭიქების სისტემა „ფაბრიკაში”, როგორც გარემოზე ზრუნვის მაგალითი