არსებობს ქალაქები, რომლებიც მხოლოდ არქიტექტურით ან ისტორიით გვამახსოვრდება და არსებობს ქალაქები, რომლებიც ჩვენში გამორჩეულ ემოციებს იწვევს. ქუთაისი სწორედ ასეთია.
ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურობა განსაკუთრებული სითბოთი, იუმორით, სიახლოვითა და ადამიანური ურთიერთობებით ივსება. ქალაქი, რომლის მთავარი ხიბლი ხშირად არა დიდ მოვლენებში, არამედ პატარა, თითქმის შეუმჩნეველ დეტალებში იმალება – ეზოებში, ღიმილში, მისალმებებში, ერთმანეთისადმი ბუნებრივ ყურადღებაში.
სწორედ ამ ემოციური კავშირის გამო, საქართველოს ბანკისთვის ქუთაისობა მხოლოდ კალენდარული თარიღი არასოდეს ყოფილა. წლების განმავლობაში ბანკი გვირილობის დღესასწაულს უერთდება და კამპანიების საშუალებით ცდილობს არა მხოლოდ ქალაქის წარმოჩენას, არამედ იმ განწყობისა და ადამიანური სითბოს გაზიარებას, რომელიც ქუთაისს ასე გამორჩეულს ხდის.

რატომ ქუთაისი – და რატომ ყოველწლიურად?
ქუთაისობა ერთ-ერთი იმ იშვიათი დღესასწაულთაგანია, რომელიც მხოლოდ ღონისძიება არ არის. ის კულტურული მეხსიერების ნაწილია.
გვირილობის ისტორია 1921 წლიდან იწყება და თავდაპირველად საქველმოქმედო იდეას უკავშირდებოდა. დროთა განმავლობაში კი ის ქალაქის მთავარ ემოციურ სიმბოლოდ იქცა – დღედ, როდესაც ქუთაისი საკუთარ იდენტობას ყველაზე ცოცხლად გამოხატავს.
საქართველოს ბანკისთვის ამ დღესასწაულთან მრავალწლიანი კავშირის შექმნა სწორედ ამ ავთენტურობიდან გამომდინარეობს.
საქართველოს ბანკი ყოველწლიურად ცდილობს, ქუთაისობის აღნიშვნას მხოლოდ საკომუნიკაციო კამპანიის ფორმატი არ ჰქონდეს, არამედ ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ინტეგრირდეს. სწორედ ამიტომ, წელს ბანკმა ქუთაისში ფილიალებიც სპეციალურად გვირილობის ვიზუალებით გადაბრენდა, ხოლო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაც გამართა, რითაც ქალაქის მთავარ დღესასწაულს კიდევ ერთხელ შეუერთდა.



წლევანდელი კამპანია – კითხვა, რომელსაც ქუთაისში პასუხი აღარ სჭირდება
2026 წლის გვირილობის კამპანიაზე მუშაობისას, მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს ბუნებრივი სიყვარული გახდა, რომელსაც ქალაქი თავისთავად იწვევს.
იდეა ერთი ძალიან ნაცნობი, ბავშვობის თამაშიდან დაიბადა – „ვუყვარვარ / არ ვუყვარვარ“.
თამაში, რომელიც თითქმის ყველას ერთხელ მაინც უთამაშია და რომელიც პასუხის ძიებასთან ასოცირდება.
თუმცა კამპანიის მთავარი შემოქმედებითი გადაწყვეტა სწორედ ამ თამაშის გადაფასება გახდა.
“ქუთაისის გვირილობის ვიდეორგოლზე მუშაობისას ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ის ბუნებრივი სიყვარული, რასაც ეს ქალაქი იწვევს მისი ხალხის, აურის და იმ მცირე დეტალების გამო, რომლებიც ყოველდღიურობას უხილავად, მაგრამ ძლიერად ავსებს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ „ვუყვარვარ / არ ვუყვარვარ“ თამაშის კონცეფცია, კითხვა, რომელიც თითქოს პასუხს ეძებს, მაგრამ ქუთაისში თავიდანვე გადაწყვეტილია. ვიდეოში ხმა სვამს კითხვას, ხოლო ქალაქის ყოველდღიურობა, ქუთაისელების პორტრეტები და მათი ჟესტები ამ პასუხს თავისთავად ამჟღავნებს. გვირილა, როგორც მთავარი ვიზუალური ელემენტი, აერთიანებს ყველა სცენას და ქმნის ერთიან ემოციურ ხაზს. საბოლოოდ, ეს არის ისტორია ქალაქზე, სადაც არჩევანი არ არსებობს, რადგან სიყვარული უკვე პასუხია”, – გვიყვება ანანო დოდელია, ედვენის კრეატიული დირექტორი და რეჟისორი.
ქუთაისში ეს კითხვა თითქოს აზრს კარგავს, რადგან პასუხი თავიდანვე ცნობილია.
„ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?“ – ქალაქის ყოველდღიურობა ამ პასუხს თავისთავად ამჟღავნებს.
ქუთაისელების პორტრეტები, მათი ჟესტები, ურთიერთობები, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, ქუჩების ატმოსფერო – ყველაფერი ერთ საერთო ემოციურ პასუხად იკვრება.
საბოლოოდ, ვიდეო არა პასუხის ძიებაზე, არამედ უკვე არსებულ პასუხზე გვიყვება.
„ეს არის ისტორია ქალაქზე, სადაც არჩევანი არ არსებობს, რადგან სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.“
კამპანიის მთავარი ვიზუალური ელემენტი გვირილაა – სიმბოლო, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელობას აერთიანებს. ერთი მხრივ, ის პირდაპირ უკავშირდება გვირილობის ტრადიციას და ქალაქის კულტურულ მეხსიერებას. მეორე მხრივ კი, გვირილა ბავშვობის თამაშის, სიყვარულის, სიმარტივისა და ემოციური გულწრფელობის უნივერსალური სიმბოლოა.
კამპანია, როგორც ქალაქის ხასიათის გაგრძელება
საქართველოს ბანკის ქუთაისობის კამპანიები ყოველთვის ემოციაზე დაფუძნებული ნარატივებით გამოირჩევა.
„არსებობს ქალაქები, რომლებიც ქმნიან ემოციებს და დაუვიწყარ გამოცდილებას. ქუთაისი სწორედ ასეთია – ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია. სწორედ ამიტომ, ქუთაისობის დღესასწაულის მოახლოება ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. ყოველწლიურად მიზნად ვისახავთ, ჩვენი კამპანიებით არა მხოლოდ შევუერთდეთ დღესასწაულს, არამედ ადამიანებს გავუზიაროთ ის ემოციები და ატმოსფერო, რაც ქუთაისს ასე გამორჩეულად აქცევს. ასე იქმნება წლების განმავლობაში ჩვენი ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები და ასე შეიქმნა ჩვენი წლევანდელი კამპანიის მთავარი მესიჯი – ქუთაისში სიყვარული უკვე გადაწყვეტილია”, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
[პარტნიორის კონტენტი]












