in

„მოტივაცია მოდის იმ შედეგიდან, რომელიც ადამიანებზე ახდენს გავლენას“- დენის ზარუბინი და ანა ქურდაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები

ლოიალურობის პროგრამა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, მაქსიმალურად ახლოს იყოს მომხმარებლებთან, შესთავაზოს მათ გამორჩეული გამოცდილება და ამასთან, სწორი მექანიკის გამოყენებით გაზარდოს მათი აქტიურობა; მეორე მხრივ, ამ აქტიურობის სანაცვლოდ ისინი ხელშესახები და გამოსადეგი შეთავაზებებით უზრუნველყოს, რომელთა მეშვეობით  მომხმარებლების აქტიურობას წაახალისებს.

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლების ინტერესებსა და საჭიროებებზე. განხორციელებულ ინიციატივებზე და საქართველოს ბანკის შეთავაზებებზე უფრო მეტს ლოიალურობის პროგრამის მენეჯერი და რისკ-ჩემპიონი, დენის ზარუბინი და ლოიალურობის პროგრამის მენეჯერი, ანა ქურდაძე გვესაუბრებიან.

თქვენი საქმიანობის შესახებ რომ მოგვიყვეთ – რატომ არის მნიშვნელოვანი ლოიალურობის პროგრამა კომპანიისთვის?

საქართველოს ბანკს 3 ლოიალურობის პროგრამა აქვს – ჩვენი ყველაზე  ნაცნობი და საყვარელი პროგრამაა PLUS, რომელშიც ბანკის ყველა მომხმარებელი ავტომატურად ერთვება. PLUS პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები, გარდა იმისა, რომ მათი აქტიურობიდან გამომდინარე სხვადასხვა საბანკო თუ არა საბანკო ბენეფიტებს იღებენ, ბარათით გადახდისას აგროვებენ PLUS ქულებს. PLUS ქულები დღეს ფაქტობრივად უკვე ალტერნატიული ვალუტაა, რომლითაც გადახდა 10 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში არის შესაძლებელი. ასევე, ქულებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეივსონ მობილურის ბალანსი და გადაიხადონ კომუნალურები. დამატებით, PLUS ქულებით ანგარიშსწორებისას მომხმარებელს ხშირად აქვთ შესაძლებლობა,  ფასდაკლებებით ისარგებლონ, რაც PLUS-ებით გადახდას უფრო მომგებიანს ხდის.

ამასთან, მომხმარებლები Student Card-ითაც აგროვებენ PLUS ქულებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე უფრო მეტი ქულა გროვდება, ვიდრე სხვა ბარათებით (თუ არ ჩავთვლით Solo და Gold სტატუსის მომხმარებლებს).

გარდა PLUS ქულების დაგროვებისა, Student Card-ის მფლობელები დამატებით სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობენ – ყოველ პარასკევს აქვთ 30%-40%-იანი ქეშბექის ან ფასდაკლების შეთავაზება, ასევე, სხვადასხვა მოკლე თუ გრძელვადიანი შეთავაზებები.

საკრედიტო AmEx ბარათები Membership Rewards (MR) პროგრამაშია ჩართული, შედეგად ამ ბარათებით MR ქულები გროვდება. თუმცა, ჩვენს პარტნიორებთან გადახდა MR ქულებითაც არის შესაძლებელი, ასევე,  მათი გადაცვლა ხდება PLUS-ებშიც.

ჩვენი მესამე ლოიალურობის ინიციატივა sCool პროგრამაა, რომელიც sCool Card-ის მფლობელებისთვის შეიქმნა. ამ პროგრამის ფარგლებში sCool Card-ის მფლობელები ყოველი გადახდისას, გადახდილი თანხის მიუხედავად, sCool ქულებს აგროვებენ. სქულებით შესაძლებელია როგორც ბავშვებისთვის ყველაზე საჭირო და საინტერესო 20-ზე მეტ კომპანიაში გადახდის განხორციელება, ასევე მობილური ბალანსის შევსება.

ქულების დაგროვების გარდა sCool Card-ის მფლობელებიც ყოველ შაბათ-კვირას დამატებითი შეთავაზებებით სარგებლობენ, ასევე აქვთ მუდმივი და მოკლევადიანი შეთავაზებებიც.

სამივე პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი მხრივ, მომხმარებლებს გავუჩინოთ ინტერესი, რომ ჩვენი საბანკო პროდუქტები, (განსაკუთრებით ბარათები), რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ, მეორე მხრივ კი, ყოველი გამოყენებისას დამატებითი სარგებელი მიიღონ. ეს სარგებელი გამოიხატება როგორც დაგროვებულ ქულებში, ასევე დაზოგილ თანხაში.

რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა? და რატომ არის ის გამორჩეული?

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა რამდენიმე ძირითად ღირებულებაზეა აგებული:

  • თითოეული პროგრამის განვითარება და პროგრამების ჭრილში შეთავაზებების შემუშავება ეყრდნობა მონაცემების ანალიზს და მომხმარებლის უკუკავშირს; ყველა გადაწყვეტილებას ამყარებს რიცხვები ან/და კვლევის შედეგები;
  • სიმარტივე – ვცდილობთ, ჩვენი პროგრამები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად გასაგები და გამჭვირვალე იყოს;
  • პერსონიფიცირებული გამოცდილება – იმის გათვალისწინებით, რომ თვის განმავლობაში ლოიალურობის პროგრამების ჭრილში საკმაოდ ბევრი შეთავაზება გვაქვს, ანალიტიკური მოდელების საშუალებით, ვცდილობთ, თითოეულ მომხმარებელს ციფრულ არხში ის შეთავაზებები დავახვედროთ (მივაწოდოთ მესიჯებით/ფუშებით), რომლებიც მათთვის რელევანტური და საინტერესო შეიძლება იყოს;

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამებს დამატებით გამოარჩევს ისიც, რომ რეალურად ჩვენს ეკოსისტემაში სამი მხარეა: ბანკი, მომხმარებელი და პარტნიორი კომპანია, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებები ხვდებათ. ბანკის ლოიალურობის პროგრამები გარდა იმისა, რომ მომხმარებელს აძლევს ბენეფიტს, ასევე, მნიშვნელოვნად ეხმარება პარტნიორ კომპანიებს საკუთარი ბიზნეს მიზნების მიღწევაში, იქნება ეს ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულ მომხმარებლებში აქტიურობის ზრდა თუ სხვა.

რა ბენეფიტებს სთავაზობს საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა მომხმარებელს?

ახალგაზრდულ სეგმენტს – Student &  sCool card მფლობელებს ბანკის ლოიალურობის პროგრამების ფარგლებში შემდეგი ბენეფიტები აქვთ:

  • ბარათებით გადახდისას აგროვებენ ქულებს (Student Card PLUS ქულებს და sCool Card – sCool ქულებს) – ფაქტობრივად, ყოველი გადახდისას უკან, ქულების სახით თანხას იბრუნებენ;
  • აქვთ სპეციალური შეთავაზებები ისეთ ადგილებში, სადაც ყოველდღიურად უწევთ გადახდა – მარკეტები, კაფეები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ონლაინ პლატფორმები და სხვა;
  • აქვთ ასვე შეთავაზებები განათლების მიმართულებით – ფასდაკლებები სხვადასხვა კურსებზე, ტრენინგებზე, წიგნებზე და ა.შ;
  • ასევე, ფასდაკლებები და ქეშბექი შოპინგის კატეგორიაში – ტანსაცმლის თუ აქსესუარების მაღაზიებში, ტექნიკის მაღაზიებში, თავის მოვლის და სხვადასხვა ტიპის პარტნიორებთან;

როგორ ხდება ლოიალურობის პროგრამების შემუშავება?

რა თქმა უნდა, ლოიალურობის პროგრამა იქნება ეს, თუ ნებისმიერი ახალი პროდუქტის თუ ინიციატივის დანერგვა ბანკის მასშტაბით, ყველაფერი იწყება მონაცემების დამუშავებით და მომხმარებლების საჭიროებების კვლევით.

მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მომხმარებლების ქცევა, განვსაზღვროთ მათი ინტერესები, ხოლო დამატებით კვლევები და ფოკუს ჯგუფები გვეხმარება გავიგოთ, რა სურვილები და მოლოდინები აქვთ მათ.

ანალიზის და კვლევების საფუძველზე უკვე ხდება კონცეფციის შემუშავება, ფინანსური მოდელის განსაზღვრა და ტექნიკური იმპლემენტაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბანკში უკვე წლებია გვაქვს PLUS, MR და sCool პროგრამები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ, დღეს ჩვენი ფოკუსი მათი მუდმივი განვითარებაა – მუდმივად პულსზე ხელის ჭერა, როგორ იცვლება მომხმარებლების ქცევა, რა საჭიროებები უჩნდებათ, როგორ იცვლება კონკურენტული გარემო, რა ახალი ტრენდები ჩნდება სხვა ქვეყნებში და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიზი, რისი ცვლილება თუ მოდიფიცირება გვჭირდება.

საქართველოს ბანკის მიერ ლოიალურობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ?

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტებიდან ლოიალურობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდული სეგმენტისთვის ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და რამდენიმე კომპანიასთან ერთად შექმნილი შესაძლებლობა.

ეს კონკრეტული პროექტი სტუდენტების ყოველდღიურ საჭიროებებს ზუსტად ფარავს, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა ყველაზე პრიორიტეტული რამაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს ამ კუთხით მხარდაჭერა გავუწიოთ.

ასევე, ჩვენ არ შევჩერდით მხოლოდ კლასიკურ “ბენეფიტებზე” და ახალგაზრდული სეგმენტის ყოველდღიურობის ნაწილი გავხდით. ჩვენი შეთავაზებების გამოყენებით Student & sCool Card-ის მფლობელებს ყოველდღიურად შეუძლიათ დამატებით სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება დაგროვებულ ქულებში (თანხაში), დაზოგილ თანხაში თუ ექსკლუზიურ პირობებში.

რა არის თქვენი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი, რომ არ გაჩერდეთ?

ჩვენთვის მთავარი მოტივატორი არის შესაძლებლობა, პოზიტიური გავლენა ვიქონიოთ მომხმარებელზე და ლოიალთი ეკოსისტემაში ჩართულ ყველა მოთამაშეზე. პროგრამის ფარგლებში თითოეული შეთავაზების ფარგლებში ვხედავთ, რამდენმა მომხმარებელმა რამდენი დაზოგა ან რა მოცულობის ბენეფიტი მიიღო, რამდენმა ბიზნესმა გაზარდა  მომხმარებლების რაოდენობა და ბანკს რამდენად გაეზარდა პროდუქტების გამოყენება. შესაბამისად, მოტივაცია მოდის იმ შედეგიდან, რომელიც ადამიანებზე ახდენს გავლენას.

[პარტნიორის კონტენტი]

პოსტერი, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ — BLOOMIN8

12 აპრილიდან, ბათუმში ICRHOME იხსნება