in

„ჩვენი მიზანია, იმაზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, ვიდრე ჩვენგან ელიან“, — მარიამ ხუფაცარია, საქართველოს ბანკის Expert ანალიტიკოს-დეველოპერი

თანამედროვე სამყაროში საბანკო სერვისებით სარგებლობისას მომხმარებელი სწრაფ, მარტივ და მოქნილ ციფრულ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლისთვის გამორჩეული საბანკო გამოცდილება შექმნას და შესთავაზოს ისეთი თანამედროვე ციფრული პროდუქტები, რომლებიც  მათ საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება. 

ასეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნაში მარიამ ხუფაცარია აქტიურად არის ჩართული. მან საქართველოს ბანკში კარიერული განვითარების გრძელი და საინტერესო გზა გაიარა.

პირველი ნაბიჯები საქართველოს ბანკში

„საქართველოს ბანკის IT მხარდაჭერის გუნდს 2016 წელს შემოვუერთდი, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო და ახლაც მახსოვს ის ემოციები, რომლებსაც პირველ დღეებში განვიცდიდი. ადაპტაციის პროცესი ძნელი არ ყოფილა, მარტივად შევეჩვიე სამსახურებრივ  წესრიგს და თავიდანვე დავისახე მიზანი — რა მინდოდა და რა საფეხურები უნდა გამევლო. ამ მიზნის მიღწევის პროცესში საქართველოს ბანკის გუნდი ყოველ ნაბიჯზე ჩემ გვერდით იყო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებითა და ტრენინგებით მეხმარებოდა. ყოველთვის, როცა გავიფიქრებდი, რომ მიმდინარე პოზიციაზე თავი ამოვწურე, ბანკი ჩემი სურვილების გათვალისწინებით, განვითარების ახალ მიმართულებას მთავაზობდა. 

მუშაობის პირველი დღიდან ვიცოდი, რომ დეველოპერობა მინდოდა, ნელ-ნელა ვიცვლიდი საფეხურებს და კარიერულად ვიზრდებოდი. დღეს უკვე Expert ანალიტიკოს-დეველოპერი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და მუშაობის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს“.

რეალობად ქცეული მიზანი

„უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღე ვუყურებდი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობას და ჩემი მომავალი კარიერა სწორედ აქ წარმომედგინა. ეს ფიქრები იმდენად დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობადაც ვაქციე და სწორედ ბანკის სათავო ოფისის შენობაში დავიწყე მუშაობა. 

მანამდე საქართველოს ბანკთან მხოლოდ სტუდენტური ბარათი მაკავშირებდა, რომელიც ჩემს იმდროინდელ სურვილებსა და მოთხოვნებს იდეალურად აკმაყოფილებდა. როცა მარტივი საბანკო ოპერაციებით ვსარგებლობდი,  ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ პროცესის დეველოპმენტი თავად მომიწევდა“. 

შესაძლებლობები უსაზღვროა“ — ანუ ყველაზე ღირებული გაკვეთილი საქართველოს ბანკისგან

„ყველაზე ღირებული რამ, რაც საქართველოს ბანკში ვისწავლე და რასაც დღემდე ვსწავლობ, არის ის, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაისახოს მიზანი, იბრძოლოს მის მისაღწევად და საბოლოოდ, ის აუცილებლად გაიმარჯვებს — სწორედ ეს გრძნობა მეუფლება ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ. 

საქართველოს ბანკმა ასევე მასწავლა, თუ როგორია გუნდური მუშაობა და ერთად რამდენად ღირებული საქმის გაკეთება შეგვიძლია. თანამდებობის ცვლილების ყოველ ეტაპზე გუნდთან ინტეგრირების პროცესი ძალიან მარტივი და სასიამოვნო იყო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს აზრს აფასებდნენ და ითვალისწინებდნენ, რაც დღემდე ასეა: ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას, სიახლეებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს“. 

როგორ იქმნება მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები

„ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ბანკში იქმნება, მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. მე TRANSFERS გუნდში ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვებზე ვმუშაობ როგორც საქართველოს ბანკში, ასევე მის გარეთ.  ჩემი გუნდის პროდუქტებში ასევე შედის კომუნალური გადახდები და სვიფტი.  ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გზა შევქმნათ იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილიდან, ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეძლონ. ჩვენთან, როგორც ტექნიკურ ჯგუფთან, მოთხოვნა შემოდის, რომელსაც ვაანალიზებთ და ვეძებთ პრობლემის/მოთხოვნის გადაჭრის საუკეთესო გზას. შემდეგი ეტაპი კი დეველოპმენტია. სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა, ჯერ ტესტირების ეტაპს გაივლის. ცვლილებასთან დაკავშირებით კი, მომხმარებელთა შეფასება და აზრი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ხშირად ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები ჩვენივე თანამშრომლებიც არიან. ვინაიდან, ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ჩავაბაროთ, რომლითაც ის კმაყოფილი იქნება, დეველოპმენტის თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობთ მათთან კომუნიკაციას, ნებისმიერ დეტალს მათთან ვათანხმებთ და თუ საჭირო ხდება, პროდუქტს მოთხოვნის შესაბამისად ვცვლით. შედეგად, მომხმარებელი იღებს სწორედ იმ მომსახურებას, რომელსაც ჩვენგან ელოდა“. 

გუნდი, რომელიც არ ჩერდება

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება ხარისხია, რომელზეც ერთად ვზრუნავთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი.  ჩვენი მიზანია, იმაზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, ვიდრე ჩვენგან ელიან. ამ პროცესში კი ყველაზე სასიხარულო მომენტი კმაყოფილი მომხმარებელია. ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით ახალს, ვაუმჯობესებთ ძველს და ვამატებთ ფუნქციონალებს, რათა ნებისმიერი პლატფორმით სარგებლობის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს“.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ვესაუბროთ AI სისტემებს ანონიმურად? — DuckDuckGo AI Chat

ჯორჯ ორუელის „1984“ ახალი ილუსტრაციებით გამოდის