დღესდღეობით, ისე, როგორც არასდროს, ადამიანებს გვაქვს საშუალება, სახლიდან გაუსვლელად ვისარგებლოთ სხვადასხვა საბანკო სერვისით, იქნება ეს კომუნალური გადასახადის გადახდა, თანხის გადარიცხვა, მობილური ბალანსის შევსება, ვალუტის კონვერტირება, ფულადი გზავნილების მიღება თუ სხვა. ფაქტობრივად, რამდენიმე წამში, მობილბანკის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება იმ ოპერაციების შესრულება, რასაც წლების წინ სახლიდან გასვლა და არც თუ ისე ცოტა დროის რესურსი დასჭირდებოდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თანდათან არამხოლოდ სერვისები, არამედ ბარათებიც კი გაციფრულდა და მომხმარებლებს უკვე აღარც მათი ტარება აღარ უწევთ – ყველაფრის მოგვარება მობილურში არსებული ბარათითაა შესაძლებელი.
სწორედ იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის „საქართველოს ბანკის“ პროდუქტები უფრო კომფორტული, მარტივი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი იყოს, მობილბანკის გუნდი მუდმივ რეჟიმში განახლებასა და ცვლილებებზე ფიქრობს. ამის შედეგია სულ ახლახან ვიზუალურად და ფუნქციურად განახლებული მობილბანკი. რა შეიცვალა? შეიცვალა მობილბანკის მთავარი გვერდი, ასევე გადახდა-გადარიცხვის ფუნქციონალი ციფრული ბარათის შეკვეთის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და სხვა.
განახლებული მთავარი გვერდი
მობილბანკის მთავარი გვერდი ხომ ის ადგილია, რომელსაც აპლიკაციაში შესული მომხმარებლები მყისვე ნახულობენ. ამ გვერდისგან ისინი მათთვის ყველაზე საინტერესო და პრიორიტეტული ინფორმაციის მიღებას ელიან. ხოლო თუ რას შეიძლება მოიცავდეს ამგვარი ინფორმაცია, ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მომხმარებელთა დიდ ნაწილს ჰქონდა სურვილი, მთავარ გვერდზევე ენახა კონკრეტული ანგარიშებისა და ბარათების ჭრილში მათზე განთავსებული თანხა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ვალუტაში აქვს განთავსებული თანხა, ვალუტების ჭრილშიც ჰქონოდა ჯამური ხელმისაწვდომი თანხის ნახვის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ გუნდი მთავარი გვერდის კონცეფციაზე კიდევ უფრო სიღრმისეულად დაფიქრდა, რის შედეგადაც, მომხმარებლებს მთავარ გვერდზე უკვე გაუმჯობესებული დიზაინით სხვა საინტერესო ინფორმაციაც დახვდებათ. ესენია:
- უახლოეს პერიოდში გადასახდელი თანხების შესახებ ინფორმაცია
- ანაბრებისა და ვალდებულების შესახებ მონაცემები
- სხვადასხვა დაგროვების პროგრამებში მომხმარებლის მიერ დაგროვებული ქულები თუ თანხები
- მომხმარებლის მხრიდან დაგეგმილი თვიური ბიუჯეტის მიმდინარე სტატუსი
- თითოეულ მომხმარებელზე მორგებული სხვადასხვა შეთავაზების სივრცე
- ბოლო პერიოდში შესრულებული ფინანსური ოპერაციები
გადახდა–გადარიცხვების გვერდი და კონტაქტების სია
ხომ არის გადასახადები, რომლებსაც რაღაც პერიოდულობით მუდმივად ვიხდით? ამიერიდან, მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ გადახდის ოპერაციისთვის საჭირო ყველა ეტაპის თავიდან გავლა, რადგანაც გადახდების ნაწილში, პრიორიტეტად დახვდებათ მათთვის ყველაზე საინტერესო და ხშირად გამოყენებული გადახდები, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომენტალურად შეასრულონ გადახდა.
ასევე, თუკი აქამდე მომხმარებლებს უწევდათ მობილბანკში კონკრეტული ანგარიშები შეენახათ (გაეშაბლონებინათ) იმისთვის, რომ შემდგომში მარტივად გადაერიცხათ მათთვის თანხა, ამიერიდან ეს აღარ იქნება საჭირო. მობილბანკში მომხმარებელს კონტაქტების სიაში ავტომატურად გამოუჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც თანხა გადაურიცხავს ან ვისგანაც მას თავად ჩაერიცხა თანხა.
„სულ ახალ მობილბანკში” მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს სწრაფი გადარიცხვის ღილაკიც, რომლითაც მომხმარებელი მხოლოდ თანხის მითითებით შეძლებს გადარიცხვის შესრულებას. თანაც, ამავდროულად, მომხმარებელს ექნება საშუალება, თითოეულ კონტაქტთან მისი ფინანსური ურთიერთობის ისტორია, ყველა ჩარიცხვა და გადარიცხვა ნახოს.
ციფრული ბარათი
რაც არასდროს არ გვრჩება სახლში, არის ტელეფონი. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკში“ არსებული ყველა ბარათისთვის (visa/mastercard gold, silver, classic + plus cards) „საქართველოს ბანკმა“ შექმნა ბარათის ციფრული ვერსია და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეუკვეთონ ის როგორც მობილბანკით, ისე – ინტერნეტბანკით.
რა სარგებელი მოაქვს ციფრულ ბარათს?
- ციფრული ბარათი ინტერნეტ და მობილბანკში გამოჩნდება შეკვეთისთანავე
- ციფრული ბარათი არის სრულიად უფასო
- ციფრული ბარათის ნომერი და სხვა დეტალები მომხმარებლებს შეუძლიათ, ნახონ მობილბანკშივე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ მოუწევთ საფულის ძებნა ბარათის ინტერნეტით გადახდის დროს გამოყენებისას.
რჩება კითხვა: რა ხდება ტერმინალით გადახდის ან ფულის განაღდების დროს?
სრულიად არაფერი იცვლება, რადგანაც ციფრულ ბარათს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც პლასტიკურს, უბრალოდ ის მთლიანად მობილურში ცხოვრობს. ხოლო იმისთვის, რომ მობილურში „გადმოცხოვრდეს”, საჭიროა მისი apple pay-ში ან Tskapp-ში დამატება. შემდეგ კი ზუსტად იმავე ოპერაციების განხორციელებას შეძლებს მომხმარებელი, რომელსაც ის სტანდარტული ბარათით აკეთებდა, იქნება ეს ნებისმიერ მაღაზიაში გადახდა, „ონლაინ“ შოპინგი, თანხის გამოტანა ბანკომატიდან, ტრანსპორტის საფასურის გადახდა, პლუს ქულების დაგროვება და ა.შ
ციფრული ბარათის შეკვეთა უფასოა, მისი გამოყენება კი შეკვეთისთანავეა შესაძლებელი.
მობილბანკის გადმოსაწერად და უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
[R]