10
Jul
2019

„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობას აგრძელებს – შეხვედრა სტუდენტებთან

10 Jul 2019

„საქართველოს ბანკის“ (BOG) წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. მათი თქმით, ამ და სხვა მსგავსი ღონისძიებების მიზანი განათლების ხელშეწყობაა.

„გვსურდა, ახალგაზრდებისათვის ის შესაძლებლობები გაგვეცნო, რომელსაც განათლების მიღების მსურველებს ვაძლევთ. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია „ჩივნინგისა“ და „ფულბრაიტისსასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ასევე – Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე“.

როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები?! ამ საკითხებზე სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილება, „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა გაუზიარეს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა განათლების ექსპერტის პაატა პაპავას workshop „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“.

„ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, რომ გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ, განახორციელონ საკუთარი ოცნებები. „საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, წლებია, მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი პლატფორმაც, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება“.

სტუდენტებისა და BOG-ის წარმომადგენლების შეხვედრა ქუთაისში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა.

[R]

განხილვა